"ფეხბურთელებს არ აუღიათ 5 თვის ხელფასი და აქედან გამომდინარე, ისინი გაფიცვას აპირებენ. ამასთან დაკავშირებით, ფეხბურთის ფედერაციას, "გურიას" ფეხბურთელების სახელით, საგანგებო წერილით საქართველოს ფეხბურთელთა ასოციაციის (სფა) თავმჯდომარემ, ბესო აბაშიძემ მიმართა, სადაც ასოციაცია და ფეხბურთელები ფედერაციას მათი უფლებების დაცვას სთხოვდნენ", - იუწყება ფედერაციის პრესსამსახური.
შეგახსენებთ, რომ სფა-ს თავმჯდომარის, ბესო აბაშიძის მიერ კვირას გავრცელებულ განცხადებაში ეწერა - რადგან
აღმასკომის წევრებმა ამ საკითხზე დიდხანს იმსჯელეს და საბოლოოდ შეადგინეს წერილი, რომელიც დაეგზავნათ "გურიას" დირექტორ კობა მირზაშვილს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიგინეიშვილსა და მუნიციპალიტეტის გამგებელ ზაზა ურუშაძეს.
"...სფფ კლუბის უფლებამოსილი პირებისგან კატეგორიულად მოითხოვს აღნიშნულთან დაკავშირებით უმოკლეს ვადაში დროულ რეაგირებას და ფეხბურთელთა კანონის შესაბამისი უფლებების დაცვას. წინააღმდეგ შემთხვევაში, სფფ ჩემპიონატის დებულების შესაბამისად იმოქმედებს.
ფიფა და უეფა ჩვენ პირდაპირ გვავალდებულებს, რომ დავიცვათ ფეხბურთელთა უფლებები.
სფფ-ს არ სურს, რომ ლანჩხუთის "გურიასთან" მიმართებაში სიტყვა "თუ" არსებობდეს, რადგან ეს გუნდი ჩემპიონატის ლიდერთა შორისაა და ასპარეზობა აუცილებლად უნდა გააგრძელოს. სწორედ ამიტომ კლუბს ამ პრობლემების მოსაგვარებლად ათდღიანი ვადა მივეცით", - განაცხადა სფფ-ის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ.
ცხადია, ფეხბურთელთა ინტერესების დაცვა აუცილებელია, მაგრამ მოთამაშეებთან ფინანსური დავალიანება "ზუგდიდსა" და "სიონსაც" აქვთ. წესით, სფფ-სა და მის აღმასკომს, რომელთაც ფიფა და უეფა პირდაპირ ავალდებულებს, რომ ფეხბურთელთა უფლებები დაიცვან, ამ საკითხზეც უნდა ემსჯელათ, მაგრამ... ეს პრობლემა არ განუხილავთ.
...ამის შემდეგ აღმასკომმა სფფ-ის საკლუბო ლიცენზირების კომიტეტისა და ლიცენზირების სააპელაციო ორგანოს ახალი შემადგენლობები დაამტკიცა.
ბოლოს, ფედერაციის პრეზიდენტმა აღმასკომს 20 წლამდე ფეხბურთელთა ჩემპიონატის პროექტი გააცნო, რომელიც, უპირველესად, ასაკობრივ ნაკრებთა მომზადებას მოემსახურება. ტურნირი ჯერ კიდევ გასულ სეზონში უნდა დაწყებულიყო, თუმცა მასზე გათვალისწინებული თანხა უმაღლეს ლიგას მოხმარდა და, შესაბამისად, ეს პროექტი დღემდე ვერ განხორციელდა.
აღმასკომის წევრებმა იდეა მოიწონეს, მაგრამ ჩემპიონატის პროექტის მომზადება და დახვეწა სფფ-ის საშეჯიბრო განყოფილებასა და გენერალურ სამდივნოს დაავალეს. ამის შემდეგ პროექტი განსახილველად კვლავ აღმასკომს წარედგინება.
ტურნირის ჩატარების ყველა ხარჯს სფფ გაიღებს. კლუბებს კი დაევალებათ იმ გუნდების გამოყვანა, რომლებიც მხოლოდ 17-20 წლის ფეხბურთელებით დაკომპლექტდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"