ჩემპიონატის ლიდერი თბილისის "დინამო" სამტრედიაში მარტვილის "მერანს" ესტუმრა.
აღსანიშნავია, რომ დინამოელთა ამჟამინდელი თავკაცი მალხაზ ჟვანია მანამდე უმაღლეს ლიგაში სწორედ მარტვილურ გუნდს წვრთნიდა.
ანგარიში 24-ე წუთზე გიორგი მერებაშვილმა ჩისკოს გადაცემით გახსნა, 72-ეზე კი თავის გამოჩენა და საბოლოო ანგარიშის დაფიქსირება დარკო გლიშიჩმა შეძლო - 2:0.
* * *
სატურნირო ცხრილში მეორე საფეხურზე მყოფმა საჩხერის "ჩიხურამ" გორში ბოლნისის "სიონი" მიიღო და ფრეს დასჯერდა - 1:1.
სოსო ფრუიძის შეგირდები გიორგი რეხვიაშვილის გოლით
* * *
ბოლო არ უჩანს ქუთაისის "ტორპედოს" კოშმარულ სერიას. ჟერარდ სარაგოსას შეგირდები ამჯერად მცხეთაში "ვიტ ჯორჯიასთან" განადგურდნენ - 0:5.
წინა ტურში, თბილისურ შეხვედრაში "დინამოს" ძლევით ფრთაშესხმულმა "ვეტერინარებმა" ქუთათურებთან მატჩში ანგარიში უკვე მე-6 წუთზე გახსნეს. გატანილი გოლით ლევან კუხალეიშვილი გამოირჩა, რომელსაც 41-ე წუთზე მხარი გიორგი ჯანელიძემ აუბა - 2:0.
"ვიტ ჯორჯიამ" სტუმართა რბევა მეორე ტაიმში დაიწყო. ჯერ ელგუჯა ლობჯანიძემ (72), შემდეგ კი ნოდარ იაშვილმა (79) და ნიკა სიჭინავამ (83) შეძლეს ქუთათურთა კარში გატანა.
* * *
გატანილი გოლის გარეშე დასრულდა შეხვედრა ცხინვალის "სპარტაკსა" და გორის "დილას" შორის.
* * *
შეგახსენებთ, რომ ტურის ორი შეხვედრა წინა დღეს, 18 დეკემბერს გაიმართა - მოიგო "ზუგდიდმა", რომელმაც განმუხურში რუსთავის "მეტალურგს" უმასპინძლა. გიორგი დარასელიას შეგირდებმა მეტოქეს შოთა ლომიას მიერ 78-ე წუთზე გატანილი გოლით სძლიეს - 1:0.
გურია-ზესტაფონი 0:1 - რა ესროლა გია გეგუჩაძემ ლანჩხუთელ ქომაგებს [VIDEO]
ერთადერთი გატანილი გოლით მოიპოვა გამარჯვება "ზესტაფონმაც", რომელიც ქობულეთში, "ჩელე-არენაზე" ლანჩხუთის "გურიას" ესტუმრა. სამი ქულა გია გეგუჩაძის გუნდს 29-ე წუთზე გიორგი ადამიამ ზუსტად შესრულებული პენალტით მოუტანა.
ზუგდიდი-მეტალურგი 1:0 - გიორგი დარასელიას მეორე გამარჯვება [VIDEO]
სატურნირო მდგომარეობა