"ფეხბურთელებო, რომლებსაც "დინამოში" წმენდა შეგეხოთ, ხელი არაფერზე მოაწეროთ!"

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ბაზასთან გუნდის ფანების აქცია გაიმართა. გუნდიდან გაშვებულ და ტრანსფერზე დაყენებულ ფეხბურთელებთან დაკავშირებით, "გლადიატორებმა" უკმაყოფილება გამოხატეს, რის შემდეგაც კლუბის სპორტულ დირექტორ ირაკლი ვაშაკიძეს შეხვდნენ.

ამ შეხვედრიდან ბევრი არაფერი გამოსულა და არც არაფერი თქმულა. გასაგებია, რომ კლუბი თავად წყვეტს, როგორი საკადრო პოლიტიკა გაატაროს. სიმართლე ითქვას, გუნდიდან წასული ზოგიერთი ფეხბურთელი მართლაც ვერ აკმაყოფილებდა იმ დონეს, რაც "დინამოს" ეკადრება, მაგრამ არსებობს იურიდიული მხარეც.

"დინამოში" მომხდარ ცვლილებებს საქართველოს ფეხბურთელთა ასოციაციის დამფუძნებელი ბესიკ აბაშიძე გამოეხმაურა:

"ვრცელდება ინფორმაცია, რომ თბილისის "დინამოს" ფეხბურთელების დიდ ნაწილს "გაახალგაზრდავების",
"ბიუჯეტის შემცირების" თუ სხვა არასპორტული საფუძვლით კლუბი ხელშეკრულებებს უწყვეტს.

მოვუწოდებთ ყველა იმ ფეხბურთელს, ვისაც ეგრეთ წოდებული "წმენდა" შეეხო, რომ "დინამოს" მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის მოტივით შეთავაზებულ არანაირ დოკუმენტზე ხელი არ მოაწეროს და მოგვმართოს დახმარებისთვის.

ჩვენ მზად ვართ, თითოეული ფეხბურთელის ინტერესი დავიცვათ, როგორც ეს აქამდე გვიკეთებია და გარწმუნებთ, უკანონობა არავის შერჩება.

ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამკვიდრდეს ქართულ ფეხბურთში ხელშეკრულების პირობების პატივისცემა და თითოეულმა მხარემ უნდა იცოდეს, რომ ვალდებულების დარღვევა შესაბამის პასუხისმგებლობას იწვევს.

თავად ფეხბურთელებმაც უნდა იაქტიურონ. რამდენიმემ უკვე მოგვმართა და შესაბამისი რეაგირება მოხდება.

ფიფას დავების განმხილველი საბჭოს გადაწყვეტილებით, ფეხბურთელისთვის მოქმედი ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის გამო კლუბებს ფინანსური სანქცია ეკისრებათ. ეს დადგენილება 2013 წლის 27 თებერვალს ციურიხშია მიღებული".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
გაგა, აი ეხლა ივანიშვილი რა შუაშია, გაფიცებ, მითხარი, რა!
რას არ გაიგებ კაცი!
კონკრეტულ მწვავე პრობლემაზეა ლაპარაკი და თუ მაინცდამაინც ის პრობლემა გაგახსენდათ ახლა, იმ საქციელზე სპორტის სამინისტროს ქონდა მწვავე რეაქცია და პასუხიც მოეთხოვა "დინამოს".
დუდუ
13:05 26-12-2013
0
არაფრის გამკეტებელი ხალხი ვართ ქართველები იმის მაგივრად რომ გავძლიერდეთ უფრო დაასუსტა გუნდი. და კიდევ ფიფა არ აზლევს აფხაზებს ტამაშის საშვალებას გამყიდველი ქართველები კი უკანონებს დამოკიდებლობას ივანიშვილის მითითებით
gaga
11:11 26-12-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული