ორიოდე სიტყვით მოგახსენებთ მარგველთა ახალწვეულის შესახებ: გიორგი გურული - მცველი; დაბადებულია - 31.07.1988; სიმაღლე - 184 სმ, წონა - 80 კგ.
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონთან" კონტრაქტის გაფორმებამდე ასპარეზობდა შემდეგ კლუბებში: "დინამო-2" (თბილისი) - 2004-06; "ტორპედო" (ქუთაისი) - 2006-07; "შახტიორი-2" (ყარაღანდა, ყაზახეთი) - 2007; "ბორჯომი" - 2007-08; "ტორპედო" (ქუთაისი) - 2008-13; "დილა" (გორი) -
"გურული 25 წლისაა, ნომინალურად მარცხენა მცველია, ტექნიკური, ბურთის ამოტანა რომ შეუძლია", - ასე ახასიათებს ზესტაფონელთა ახალწვეულს მიმდინარე სეზონის საშემოდგომო ნაწილის შეჯამებისას ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო".
გიორგი გურული 2011-13 წლებში გია გეგუჩაძის ქუთაისის "ტორპედოში" ასპარეზობდა და ქუთათურ კლუბთან ერთად ზედიზედ ორჯერ გახდა ეროვნული პირველობის ბრინჯაოს მედლების მფლობელი. მიმდინარე სეზონის პირველი ეტაპი მან "დილაში" გაატარა. გორელთა შემადგენლობაში გიორგიმ ევროკომპანიის ექვსივე მატჩში მიიღო მონაწილეობა, ეროვნულ პირველობაზე კი 15 შეხვედრა ჩაატარა და ფეხბურთის მოყვარულთ თავი საიმედო თამაშით დაამახსოვრა.
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრესსამსახური