საჩხერის "ჩიხურას" ბიუჯეტი დაუმტკიცეს - 2 მილიონი ლარი "ქართუ ჯგუფისგან"

AutoSharing Option
გუნდები საგაზაფხულო სეზონისთვის მზადებას მალე დაიწყებენ. ზამთრის პაუზის დროს კი რამდენიმე ხმაურიანი ტრანსფერი განხორციელდა.

მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დიმიტრი ტატანაშვილის გადაწყვეტილება იყო. მიმდინარე ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი "ზესტაფონში" გადავიდა.

"ჩიხურას" მთავარი მწვრთნელის, სოსო ფრუიძის თქმით, ამ ცვლილების გარდა, გუნდში სხვა მნიშვნელოვანი ჯერ არაფერი მომხდარა.

"საერთოდ, რომელიმე ფეხბურთელს კარგ პირობებს თუ შესთავაზებენ, ხელს არ შევუშლით, მაგრამ ჩვენი შემადგენლობის ბირთვი იგივე რჩება.

რა თქმა უნდა, ცვლილებები იქნება, გუნდს ვიღაც კიდევ დატოვებს და ვინმეს დავიმატებთ, მაგრამ ყველაფერზე ზუსტად 15 იანვრის შემდეგ გეტყვით.

დღევანდელი
ინფორმაციით, "ჩიხურაში" რჩებიან გიორგი რეხვიაშვილი და ჯაბა ჯიღაური. "დინამოსთან" მათი იჯარის გახანგრძლივების შესახებ მოლაპარაკებები დავიწყეთ და იმედი გვაქვს, რომ მოთამაშეებს დავიტოვებთ. ამაზე წინასწარ ვილაპარაკეთ კიდეც",
- ამბობს ფრუიძე.

ფრუიძის თქმით, "ჩიხურა" შეკრებას 10 იანვარს დაიწყებს, თუ საჩხერეში ნორმალური ამინდი იქნება:

"საწყისი ეტაპის შემდეგ კი, მოსამზადებელი ეტაპის თურქეთში ჩატარება გვსურს. მთავარია, ფინანსებმა ხელი შეგვიწყოს".

დაბოლოს: წლებია, გუნდს "ქართუ ჯგუფი" აფინანსებს. კომპანიამ "ჩიხურას" ახალი ბიუჯეტიც უმტკივნეულოდ დაუმტკიცა - ფრუიძის თქმით, 2014 წელს მთავარი, დუბლშემადგენლობისა და ჭაბუკთა ლიგების გუნდებზე, აგრეთვე, საფეხბურთო სკოლაზე, 2 მილიონი ლარი გამოუყო:

"ბევრი არაა, მაგრამ მინიმალური საჭიროებისთვის მისაღები ბიუჯეტია. მით უფრო, უნდა გავითვალისწინოთ, სხვა ქართული გუნდები რა მდგომარეობაშიც არიან - მათ ეს მინიმალური თანხაც არ გააჩნიათ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
რა იყო გულზე დაგადგა გუნდის წარმატება,რომელსაც მანამ არაფერი ქონდა მოგებული და სოსოს მისვლის შემგომ ხელშესახები წინსვლა იგრძნობა საჩხერის საფეხბურთო მეურნეობაში? თუ დაგავიწყდათ როგორ გავარდა უმაღლესი ლიგიდან და მარტო ლგუნდს რა დაფინასება ქონდა მაშინ?
გურამი
12:43 06-01-2014
0
ჩიხურამ და დინამოს სოლიდარობამ ჩემპიონატი გადაარჩინა, ვინც არ იცის მათ გასაგონად გაცნობებთ რომ მათ ფაქტიურად უარი თქვეს სფფ-ს საპრიზო ფონდზე და დათანხმდნენ ეს თანხები 12 გუნდზე გადანწილებულიყო, ფეირ-პლეი დიდი მაგალითია, ვფიქრობ UEFA-ს თუ სფფ ამ იმფორმაციას სწორად მიაწვდის დაუმსახურებლად არ დატოვებს და მთავარი როგორც იქნა 12 გუნდი გაერთიანდა და 3 წლიან ფეხბურთის განვითარების პროექტს დაეთანხმნენ. გილოცავთ!!!
puma
18:11 06-01-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული