"ზესტაფონმა" კიდევ ორი ახალი ფეხბურთელი დაიმატა

AutoSharing Option
21 წლის ნახევარმცველი გიორგი კუხიანიძე და 20 წლის ფორვარდი გიორგი ფანცულაია საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონში" იასპარეზებენ.

კუხიანიძესთან გაფორმებულია ორწლიანი შრომითი ხელშეკრულება, ხოლო ფანცულაია მარგველთა ღირსებას უახლოესი სამი წლის განმავლობაში დაიცავს.

ორიოდე სიტყვით ზემოიმერული გუნდის მორიგი ახალწვეულების შესახებ:

გიორგი კუხიანიძე - ნახევარმცველი; დაბადებული - 01.07.1992; სიმაღლე - 180 სმ, წონა - 73 კგ.

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონთან" კონტრაქტის გაფორმებამდე გიორგი კუხიანიძე ქუთაისის "ტორპედოში" ასპარეზობდა.

"თავისი ტექნიკური არსენალით, პასის კულტურითა და არაორდინარული თამაშით გიორგი ქუთაისური გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა გახლდათ. მას თანაგუნდელების პასებით მომარაგება
შეუძლია; ამავე დროს, არც თავად ერიდება კარში დარტყმებს და საგოლე ალღოც არ ღალატობს" - ასე ახასიათებდა 2013 წლის მიწურულს გიორგის ასპარეზობას ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო".

* * *

გიორგი ფანცულაია - თავდამსხმელი; დაბადებული - 06.01.1994; სიმაღლე - 177 სმ, წონა - 76 კგ.

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონთან" კონტრაქტის გაფორმებამდე გიორგი ფანცულაიაც ქუთაისის "ტორპედოში" ასპარეზობდა. ეროვნულ ჩემპიონატსა და თასის გათამაშებაში 2011-13 წლებში ნიჭიერმა თავდამსხმელმა ქუთაისელთა მაისურით 46 შეხვედრა ჩაატარა და თავი 9 გატანილი გოლით გამოიჩინა. გიორგი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრია. თავის დროზე 17 და 19-წლამდელთა ნაკრებ გუნდებშიც წარმატებით ასპარეზობდა.

* * *
დღესვე გუნდის ახალწვეულებმა სამედიცინო-დიაგნოსტიკურ ცენტრ "სიტი-სპორტში" სამედიცინო შემოწმება გაიარეს.

წყარო: fczestafoni.ge

ასევე იხილეთ:

ნიკა საბანაძე: "დინამოს" და "ჩიხურას" გეგუჩაძის გამო "ზესტაფონი" ვამჯობინე

"ზესტაფონმა" გორის "დილადან" გიორგი გურულიც დაიმატა
"ზესტაფონს" ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი დიმიტრი ტატანაშვილი შეუერთდა

"ზესტაფონმა" გორის "დილადან" გრიგოლ დოლიძე და თეიმურაზ ღონღაძე დაიმატა
მკითხველის კომენტარები / 3 /
ქუთაისის ტორპედოსი დარჩა ვუნმე? თუ გუნდი საერტოდ დაიშალა?
nika
17:41 08-01-2014
0
ჩვენს ჩემპიონატს რო ეშველოს 2 წელი კიდე უნდა ველოდოტ?
zaza
19:09 08-01-2014
0

სიახლეები პოპულარული