ბოლნისის "სიონმა" სეზონის განახლებისთვის მზადება თბილისში დაიწყო

AutoSharing Option
ბოლნისის "სიონმა" სეზონის განახლებისთვის მზადება დაიწყო. ლადო ბურდულის გუნდი თბილისში, 35-ე საფეხბურთო კლუბის მოედანზე, "მარაკანას" ხელოვნურ საფარზე ვარჯიშობს, ჯერ - მეტწილად ფიზიკური კონდიციების აღდგენაზე.

ამ დროისთვის "სიონი" ოთხმა ფეხბურთელმა დატოვა: 21 წლის მცველმა ირაკლი ხუჭუამ, 23 წლის ნახევარმცველმა გიგი იოსელიანმა, 20 წლის მცველმა არჩილ ტვილდიანმა და მისივე კბილა ნახევარმცველმა ლაშა პარუნაშვილმა.

ტვილდიანი და პარუნაშვილი "სიონში" "დინამოდან" გადავიდნენ იჯარით და ეს ვადა უკვე ამოიწურა. ორივე მათგანი ახალგაზრდული ნაკრების საკვანძო ფეხბურთელია. ჯერ უცნობია, სად გააგრძელებენ ისინი თამაშს.

რაც შეეხებათ "სიონის" ახალწვეულებს, ბოლნისურ
გუნდს ახალი ფეხბურთელები ჯერ არ დაუმატებია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული