გუნდთან ერთად ემზადება თბილისის "დინამოდან" განათხოვრებული მეკარე თორნიკე ზარქუაც, ისევე, როგორც სხვა ახალწვეულები - დავით კირკიტაძე, ლევან კუტალია და ლაშა ქებაძე.
გიორგი დარასელიას ხელმძღვანელობით, გუნდი "ბაიას" ბაზაზე ვარჯიშობს, სადაც ორმხრივი შეხვედრა ჩაატარა. პირველმა გუნდმა სათადარიგოებს 4:1 მოუგო. გამარჯვებულთაგან თავი გამოიჩინეს ლუკა გუგუჩიამ (2 გოლი), გურამ სამუშიამ და შოთა ლომიამ, დამარცხებულთაგან კი - გიორგი ბულიამ.
კიდევ ერთი სიახლე ისაა, რომ "ზუგდიდი" დატოვა გიორგი პაჭკორიამ. მისივე თქმით, შესაძლოა, სინჯებზე ისრაელში
დარასელია კიდევ ორი მოთამაშის დამატებას იმედოვნებს, თუმცა მათ ვინაობას არ აკონკრეტებს.
თურქულ შეკრებამდე "ზუგდიდი" სამ საკონტროლო შეხვედრას ჩაატარებს და სამივეს - პირველი ლიგის გუნდებთან: 26 იანვარს ფოთის "კოლხეთთან" (შეხვედრის ადგილი ზუსტდება), 1-ელ თებერვალს ზუგდიდში "ლაზიკასთან", ხოლო 3-ში ქობულეთში "შუქურასთან".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"