გიგა კვერენჩხილაძე ბათუმის "დინამოდან" ისევ ლანჩხუთის "გურიაში" დაბრუნდა

AutoSharing Option
ლანჩხუთის "გურიაში" მიმდინარე მოვლენებზე ბევრი ითქვა და დაიწერა. კლუბთან ხელშეკრულებები დაუსრულდათ და წავიდნენ მამუკა ტორონჯაძე, ლევან ჩაგელიშვილი, ლადო ჯოჯუა, ვალერი იობაშვილი, ალეკო კოშკაძე, ნიკა ჯიშკარიანი და კობა შალამბერიძე.

"გურიას" მთავარი მწვრთნელი დავით მახარაძე რამდენიმე ფეხბურთელის დამატებას აპირებს და აშკარაა, რომ განსაკუთრებით შეტევის ხაზის გაძლიერებაზე ზრუნავს.

მან უკვე გვითხრა, რომ "ზუგდიდის" შემტევი ნახევარმცველის, ლევან წურწუმიასა და თავდამსხმელების - შოთა ჯიქიასა და გიორგი რეხვიაშვილის აყვანას გეგმავს, 21 იანვარს კი სხვა სიახლეც გაგვანდო - გუნდთან ერთად სეზონისთვის მზადებას კიდევ ერთი თავდამსხმელი, გიგა კვერენჩხილაძეც
დაიწყებს.

"ლელო" წერდა, რომ ბათუმის "დინამო" ზამთარში რამდენიმე მოთამაშეს შეელია და მათ შორის კვერენჩხილაძეც მოხვდა. 27 წლის თავდამსხმელი "გურიაში" 2012/13 წლების სეზონში თამაშობდა და გუნდს უმაღლეს ლიგაში გადასვლაში შედეგიანი თამაშით დაეხმარა: სეზონის 28 მატჩში 23 გოლი გაიტანა, რაც მშვენიერი შედეგია.

კვერენჩხილაძე მიმდინარე სეზონისთვისაც "გურიასთან" ერთად ემზადებოდა, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო გუნდი დატოვა და ბათუმის "დინამოში" გადავიდა. საშემოდგომო ეტაპზე მან აჭარის მთავარ გუნდში 10 შეხვედრა ჩაატარა, თუმცა ძირითადში მხოლოდ 3-ჯერ მოხვდა, სულ 1 გოლი გაიტანა და ისევ "გურიაში" დაბრუნება ამჯობინა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული