მისი ხელმძღვანელობით, გამოცდილი ნახევარმცველი ეროვნულ ნაკრებში, რიგის "სკონტოსა" და ვლადიკავკაზის "ალანიაში" თამაშობდა.
მაგრამ ახლა ისინი ერთად ვეღარ იმუშავებენ: 2-22 თებერვალს პირველი ლიგის კლუბი "საბურთალო" თურქეთში მოემზადება და მენთეშაშვილი სწორედ ამ შეკრებაზე მიემგზავრება.
თემურ შალამბერიძეს ანტალიაში 23 ფეხბურთელი მიჰყავს: მეკარეები - ლაზარე კუპატაძე, ბექა ქურდაძე, ოთო გოშაძე; მინდვრის მოთამაშეები - გაგი მარგველაშვილი, რევაზ ბარამიძე, ილია ბეროშვილი, ჯემალ ტაბიძე, დემურ ჩომახიძე, ზურაბ მენთეშაშვილი, გიორგი მამუჩიშვილი, ლადო მამუჩაშვილი, გიორგი თევზაძე, ცოტნე ნადარაია,
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"