შეხვედრა გორის ბავშვთა საფეხბურთო სკოლასთან არსებულ ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართა.
რაკი ზამთრის შესვენებისას "ჩიხურას" შემადგენლობაში ბევრი საკადრო ცვლილება არ მომხდარა, გუნდმა ამ მატჩში თითქმის იმავე შემადგენლობით ითამაშა, როგორითაც ჩემპიონატში შესვენებამდე თამაშობდა.
"დილა" კი, მოგეხსენებათ, მნიშვნელოვნადაა გადახალისებული და ახალი სახით სწორედ "ჩიხურასთან" მატჩში წარსდგა. შემადგენლობები ასეთი იყო:
დილა: შეყრილაძე, ორბელაძე, თომაშვილი, კვახაძე, ჯიშკარიანი, რაზმაძე, რაჟამაშვილი, კოშკაძე, კორღალიძე, შალამბერიძე, გოგინაშვილი.
მეორე
ჩიხურა: თევდორაძე, კაშია, ოდიკაძე, ჭელიძე, ლომაშვილი, დათუნაიშვილი, ბეჭვაია, ჯიღაური, კვასხვაძე (ლომია), დიასამიძე, გაბედავა.
"დილამ" თამაში 4-5-1 სქემით დაიწყო. დაცვის ხაზში გორელებს ფლანგებზე ორბელაძე და ჯიშკარიანი, ცენტრში კი თომაშვილი და კვახაძე ჰყავდათ. ნახევარდაცვის ფლანგებზე კორღალიძე და შალამბერიძე მოქმედებდნენ, წინ - გოგინაშვილი, ხოლო მის უკან - რაჟამაშვილი.
გორელთა მთავარი მწვრთნელი რამაზ სოღოლაშვილი თავისი შეგირდების თამაშითაც და შედეგითაც კმაყოფილი იყო:
"იმ ფონზე, რომ ეს ჩვენ მიერ ჩატარებული პირველი საკონტროლო შეხვედრაა, უკმაყოფილო ვერ ვიქნები, - თქვა მან, - სიმართლე გითხრათ, ამ ეტაპზე მეტს არც ველოდი.
მომდევნო ამხანაგურ მატჩებში ფეხბურთელები კიდევ უფრო შეთამაშდებიან, ფორმაში შევლენ და გაცილებით უკეთაც მოახერხებენ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას.
გუნდის ოპტიმალურ ფორმაში შესასვლელად, ცხადია, დიდად დაგვეხმარება თურქეთში დაგეგმილი შეკრება, სადაც უცხოურ კლუბებთან ვითამაშებთ და იმედი მაქვს, ჩემპიონატის განახლებას სრულ მზადყოფნაში შევხვდებით".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"