"ზესტაფონი": გია გეგუჩაძეს თურქულ შეკრებაზე 25 ფეხბურთელი მიჰყავს

AutoSharing Option
1-ელ თებერვალს "ზესტაფონი" თურქეთში გაემგზავრება და სეზონის განახლებისთვის მზადებას ბელეკში გააგრძელებს. გია გეგუჩაძის გუნდი თურქეთში ხუთ საკონტროლო შეხვედრას გამართავს.

"ზესტაფონი" სამეზობლოში 25 ფეხბურთელით მიდის:

მეკარეები: კახაბერ მეშველიანი, დავით კუპატაძე;
მცველები: თეიმურაზ ღონღაძე, თორნიკე გრიგალაშვილი, თედორე გრიგალაშვილი, მალხაზ გაგოშიძე, რენე ფერეირა დოს სანტოსი, გიორგი გურული, ზაზა ჭელიძე;
ნახევარმცველები: ლევან შარიქაძე, ნაემეკა აჯურუ, ავთანდილ ენდელაძე, გიორგი ჭანკოტაძე, მიხეილ სარდალიშვილი, ვახტანგ ჭანტურიშვილი, იგორ იელიჩი, გრიგოლ დოლიძე, გიორგი კუხიანიძე, რევაზე გეწაძე, ბექა კაკუშაძე, გიორგი მაკარიძე;
თავდამსხმელები: დიმიტრი ტატანაშვილი, ნიკა საბანაძე, თორნიკე კაპანაძე, გიორგი ფანცულაია.

შესაძლოა, ამ სიას თბილისის "დინამოდან" წამოსული მეკარე ომარ მიგინეიშვილიც დაემატოს. ტრანსფერს იურიდიული დეტალები აფერხებს.

ზესტაფონელები სამშობლოში 17 თებერვალს დაბრუნდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული