თბილისის "დინამოს" ექიმმა ლორიასა და მერებაშვილის ტრავმაზე ისაუბრა

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" სამმა ფეხბურთელმა: ოთარ კაკაბაძემ, დავით ხურცილავამ და გიორგი მერებაშვილმა თურქული შეკრების პირველსავე სპარინგში პოლონურ "პოდბესკიძიესთან", შეხვედრის გაგრძელება ტრავმის გამო ვერ შეძლეს.

მეორე მატჩში სპლიტის "ჰაიდუკთან" დაშავდა დინამოელთა კაპიტანი გიორგი ლორია.

ანტალიური შეკრების საკონტროლო მატჩებში ტრავმირებული ფეხბურთელების მდგომარეობის შესახებ გუნდის ექიმმა დავით ხარაბაძემ კომენტარი გააკეთა, რომელსაც "დინამოს" ოფიციალური საიტი აქვეყნებს:

"გიორგი ლორიამ მარჯვენა ფეხის კოჭ-წვივის სახსრის ძლიერი დაჭიმულობა მიიღო. ამჟამად სახეზეა ე.წ. წინა ტიბიალური ტრაქტის სინდრომი. იგი, სავარაუდოდ, გუნდთან ერთად ვარჯიშს ერთ კვირაში დაიწყებს.

გიორგი მერებაშვილს ბარძაყის უკანა კუნთის
ძლიერი დაჭიმულობა აქვს. მას სპეციალური სამკურნალო-სარეაბილიტაციო კურსი უტარდება. ფეხბურთელმა ორი დღეა, სირბილი დაიწყო და გუნდს მალე შეუერთდება.

რაც შეეხებათ დავით ხურცილავას და ოთარ კაკაბაძეს, ისინი სამკურნალო-სარეაბილიტაციო კურსს თბილისში გაივლიან".

თბილისის "დინამო" 3 თებერვალს მორიგ საკონტროლო მატჩს ჩაატარებს. მალხაზ ჟვანიას გუნდი ჩეხეთის უმაღლესი დივიზიონის (გამბრინუს ლიგის) წარმომადგენელს, "მლადა ბოლესლავს" დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

ასევე იხილეთ:
ტრავმების ეპიდემია თბილისის "დინამოში"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული