ამას გარდა, "სამტრედიიდან" წავიდნენ ლაშა ჩალაძე, გიორგი გურეშიძე და გიორგი ხვედელიძე.
თუმცა მატებაც სოლიდურია: გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი გამოცდილი გელა სანაიაა. გუნდში დაიმატეს: მცველი თორნიკე შალიკაშვილი, ნახევარმცველი აკაკი ჯანელიძე, ამავე პოზიციის მოთამაშეები - გიორგი მელქაძე
კიდევ ერთი ახალწვეულია თავდამსხმელი ზვიად ქანთარია - თბილისის "დინამოსა" და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, უფროსი დუშან უჰრინის ერთ-ერთი ფავორიტი. მან "დინამო" ორი წლის წინ დატოვა. ტრავმების შემდეგ, ფორმის აღსადგენად, ის ფოთის "კოლხეთში" თამაშობდა.
"სამტრედიამ" საკუთარ მოედანზე რამდენიმე საკონტროლო მატჩი გამართა: 31 იანვარს ფოთის "კოლხეთთან" 2:2 ითამაშა (გოლები - კიკალიშვილი, ბაგაშვილი); 7 თებერვალს ხონის "იმერეთი" 2:1 დაამარცხა (ალავიძე, ბაგაშვილი), ხოლო 12 თებერვალს კი წყალტუბოს "სამგურალს" 5:2 მოუგო. თავი გამოიჩინეს ხაჭიპერაძემ (ჰეთ-თრიქი), ჯანელიძემ და ქანთარიამ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"