ბათუმის "დინამო" მოსამზადებელ ეტაპზე ლუგანსკის "ზორიასთან" დამარცხდა

AutoSharing Option
ბათუმის "დინამო" მოსამზადებელ ეტაპზე უკრაინული პრემიერლიგის მეექვსეადგილოსან ლუგანსკის "ზორიას" ეთამაშა და 0:1 დამარცხდა.

პირველ ტაიმში მეკარესთან პირისპირ გასულმა დიმიტრი ადეიშვილმა ბურთი მიზანს ააცილა. სახიფათო იერიში ვერ დააგვირგვინა ნოდარ კიკნაველიძემაც. თუმცა უფრო მეტი შანსი უკრაინულ გუნდს ჰქონდა.

თამაშის სურათი არც მეორე ტაიმში შეცვლილა. ძირითადად, უკრაინელები უტევდნენ. ბათუმელებმა კი მხოლოდ ერთი სახიფათო მომენტის შექმნა მოახერხეს. 78-ე წუთზე ლუგანსკელთა შორის გამოჩნდა ჯაბა ლიპარტია, რომელმაც ორი მწვავე შეტევა წამოიწყო...

მატჩის ერთადერთი გოლი კი 88-ე წუთზე გავიდა - "ზორიას" შეტევა დმიტრი ხომჩენოვსკიმ დააგვირგვინა. საინტერესოა, რომ
შეხვედრას ქართველ მსაჯთა ბრიგადა უძღვებოდა.

დინამო: ტაკიძე, ქორიძე, გავაშელიშვილი, ტეტუნაშვილი, მაკარიანი, გოგიტიძე, ადეიშვილი, თევდორაძე, კიკნაველიძე, ბაციკაძე, აბუსელიძე. შეცვლაზე შევიდნენ: ვარშანიძე, ბ. ჭკუასელი, მუჯირი, ფიფია, ჟვანია, მახარაძე, აშბა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული