ლანჩხუთის "გურიამ" ჩემპიონატის განახლებისთვის მზადების დასკვნით ეტაპზე ურეკში ხობის "კოლხეთთან" ამხანაგური მატჩი გამართა. დავით მახარაძის შეგირდები პირველლიგელთან მხოლოდ ფრეს გამორჩნენ.
პირველი ტაიმი ხობელებმა 1:0 მოიგეს, მეორე ნახევარში კი 3 გოლი გავიდა და მატჩიც საბოლოოდ ფრედ, 2:2 დასრულდა.
ლანჩხუთელთაგან თავი ვილი ისიანმა და გიგა კვერენჩხილაძემ გამოიჩინეს.
"გურიამ" ასეთი შემადგენლობით ითამაშა: ბობღიაშვილი, ჭეიშვილი, ბერიანიძე, ნ. კილაძე, ვ. ხორგუაშვილი, ძამსაშვილი, ვ. კილაძე, კვირტია, შენგელია, პ. ხორგუაშვილი, ნიქაბაძე. შეცვლაზე შევიდნენ: ჩუენსუ, ინგოროყვა, ქურდაძე, მეგრელიშვილი, ტეიდი, გაჩეჩილაძე, ტ. კუკულაძე, კვერენჩხილაძე, ისიანი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
10:50 21-02-2014
ლანჩხუთის "გურია" ხობის "კოლხეთთან" მხოლოდ ფრეს დასჯერდა
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული