ქუთაისის "ტორპედოში" 24 წლის უკრაინელი კარატისტი ისინჯება

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოში" უკრაინელი ფეხბურთელი ანტონ კნიჟნიკი გამოჩნდა. ის 24 წლის მოთამაშეა, ამპლუით კი ნახევარმცველია.

"დონეცკის "შახტარის" მიერ ვარ გაზრდილი. მერე "პოლტავაში" გადავედი, საიდანაც მოლდოვის ჩემპიონატში, კერძოდ, "ტირასპოლში" აღმოვჩნდი. ისევ უკრაინაში დავბრუნდი და მეორე ლიგის ჩერკასის "სლავუტიჩსა" და სვერდლოვსკის "შახტიორში" ვთამაშობდი.

ჩემი აგენტის დახმარებით, რომელიც დონეცკში მცხოვრები ქართველია, "ტორპედოს" დავუკავშირდი და ვცდილობ, გასინჯვაზე მწვრთნელს თავი მოვაწონო.

უკვე 4 დღეა, რაც გუნდთან ერთად ვვარჯიშობ და დრო მომცეს, რომ აქაურობას შევეჩვიო. ვფიქრობ, აქ არის იმის პირობები, რომ გაიზარდო - კარგი მოედნები, კვება და
გარემო. ფეხბურთელს სხვა რა სჭირდება?"
- ამბობს კნიჟნიკი.

"ვიკიპედიას" მივაკითხეთ და აღმოჩნდა, რომ ბოლოს კნიჟნიკი 2012 წელს ჩერკასის "სლავუტიჩში" ირიცხებოდა, სადაც სულ 4 მატჩი ჩაუტარებია. ამის შემდეგ მოედანზე აღარ გამოჩენილა.

თუ უკრაინელი ახალგაზრდა "ტორპედოში" ჩაირიცხება, მის მეტოქეებს სიფრთხილეს ვურჩევთ - თურმე, 5 წელი კარატეში ვარჯიშობდა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოვიდეს უკრაინელი იქნებ გაახალისოს გუნდი. ძოძუაშვილზე ნუღარ ვისაუბრებთ USSR ენატრება კაცს.
ყანა და კავი
13:03 26-02-2014
0
მორიგი შედევრი რეზო ძოძუაშვილისგან
ვასიკო
11:56 26-02-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული