ზესტაფონი-ზუგდიდი 3:0 - ნიკა საბანაძის ბენეფისი [VIDEO]

AutoSharing Option
"ზესტაფონი" განახლებულ სეზონს გაძლიერებული და კარგად მომზადებული შეხვდა. გამომდინარე იქიდან, რომ "ზუგდიდმაც" საკმაოდ კარგი შევსება მიიღო, მასპინძელთა ესოდენ დამაჯერებელი გამარჯვება ნაკლებად იყო მოსალოდნელი.

ზემოიმერლებმა მართლაც მაღალ დონეზე ჩაატარეს შეხვედრა, განსაკუთრებით, პირველ ტაიმში, როცა სამბურთიანი ფორა შექმნეს და მატჩის ბედიც, ფაქტობრივად, იქვე გადაწყვიტეს.

ნამდვილი ბენეფისი მოიწყო "ტორპედოდან" "ზესტაფონში" გადაბარგებულმა ნიკა საბანაძემ, რომელმაც ყოფილი თანაგუნდელი მაქსიმე ქვილითაია სამჯერ დაამწუხრა და ჰეთ-თრიქი გაიფორმა...

პირველი ორი საგოლე კომბინაცია გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა ერთმანეთს, თან ორივეში ერთი და იგივე ფეხბურთელები მონაწილეობდნენ - მარჯვენა ფრთაზე გრიგოლ დოლიძის
აქტიურობისა და საჯარიმოში პასის შემდეგ ნიკა საბანაძემ მცველებს დაასწრო, სწრაფი და ლამაზი კომბინაციები ლოგიკურად დაასრულა და სამი წუთის ინტერვალში დუბლი გაიფორმა.

Sportall.Geზესტაფონელებს უპირატესობა არ დაუთმიათ. აქტიურ დოლიძეს საწინააღმდეგო ფლანგზე გამწესებულმა რევაზ გეწაძემაც აუბა მხარი - მისი უძლიერესი დარტყმა ქვილითაიამ გაჭირვებით მოიგერია.

დაახლოებით 40 მეტრიდან სახიფათოდ ურტყამდა გიორგი გურულიც, მაგრამ ხარიხას გადააცილა. ტაიმის შუაწელში მასპინძლები ცოტათი მოდუნდნენ და ზუგდიდელებმა რამდენიმე სახიფათო შეტევა განახორციელეს. მათგან გამოსარჩევი იყო ლუკა გუგუჩიას ძლიერი დარტყმა, რომელიც მეკარე ბოიან პავლოვიჩმა მოიგერია.

შემდეგ ისევ მასპინძლებმა იგდეს ხელთ ინიციატივა და ტაიმის ბოლო წუთზე საბანაძემ მესამედაც იხეირა. საგოლე კომბინაცია კვლავ მარჯვენა ფლანგიდან განვითარდა, ოღონდ ამჯერად თემურ ღონღაძემ იაქტიურა - მეტოქის საჯარიმოში გამჭოლი გადაცემა გააკეთა. მცველებმა ბურთი პირდაპირ საბანაძის მიმართულებით მოიგერიეს და მანაც ქვილითაიას მესამედ გამოატანინა ბურთი ბადიდან.

მეორე ტაიმში სტუმრები შედარებით უკეთ გამოიყურებოდნენ და გოლის გატანასაც ცდილობდნენ.

ნიკოლოზ აფაქიძემ შეარხია კიდეც მასპინძელთა კარის ბადე, მაგრამ მსაჯმა სტუმრები მეკარის წინააღმდეგ უხეშობისთვის დააჯარიმა და გოლი არ ჩათვალა, რამაც ზუგდიდელთა პროტესტი გამოიწვია...

გია გეგუჩაძის შეგირდები კიდევ უფრო მოდუნდნენ და სტუმრებიც ზესტაფონელთა საჯარიმოს გაუშინაურდნენ. ლომიას ძლიერი დარტყმა მეკარემ გაჭირვებით მოიგერია, გუგუჩიას კუთხურის შემდეგ კი კირკიტაძე სახიფათოდ ურტყამდა თავით, მაგრამ სიტუაცია მცველებმა განმუხტეს.

იქვე კირკიტაძის თავურ პასს მასპინძელთა საჯარიმოში არეულობა მოჰყვა, მაგრამ ზუგდიდელებმა გატანა ვერც ამ ეპიზოდში მოახერხეს. იგივე ბედი ეწიათ გუგუჩიასა და აფაქიძის სახიფათო დარტყმებსაც.

დარჩენილ დროში გატანა შეეძლო "ზესტაფონსაც", როცა შეცვლაზე შესულმა კაპანაძემ ფანცულაია დატოვა მეკარესთან პირისპირ, მაგრამ ოდნავ მახვილი კუთხიდან დარტყმული მცირედით ასცდა მიზანს.

ბოლოს ისევ ზუგდიდელებმა სცადეს ანგარიშის "დასველება", მაგრამ გუგუჩიას სახიფათო საჯარიმო დარტყმა პავლოვიჩმა ნახტომში მოიგერია.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბომბარდირები
დ. ტატანაშვილი (ზესტაფონი/ჩიხურა) 13
ი. მოდებაძე (დინამო თბ/დილა) 9
დ. გოგა (დინამო თბ) 9
ჩისკო (დინამო თბ) 8

მომდევნო ტური
2 მარტი
ჩიხურა-დინამო (თბ)
სიონი-ტორპედო
მერანი-მეტალურგი
ვიტ ჯორჯია-ზესტაფონი
ზუგდიდი-დილა
გურია-სპარტაკი

პირველი ეტაპის დარჩენილი მატჩების კალენდარი
XXI ტური
9 მარტი, კვირა
გურია-ჩიხურა
სპარტაკი-ზუგდიდი
დილა-ვიტ ჯორჯია
ზესტაფონი-მერანი
მეტალურგი-სიონი
ტორპედო-დინამო

XXII ტური
16 მარტი, კვირა
ჩიხურა-ტორპედო
დინამო-მეტალურგი
სიონი-ზესტაფონი
მერანი-დილა
ვიტ ჯორჯია-სპარტაკი
ზუგდიდი-გურია

საქართველოს თასი. 1/4 ფინალი. საპასუხო მატჩები
20 მარტი, ხუთშაბათი
დინამო-მეტალურგი (2:0)
დილა-ტორპედო (2:1)
ჩიხურა-სიონი (1:1)
მერანი-შუქურა (0:0)

შენიშვნა: ჩემპიონატის მეორე ეტაპიდან გუნდები ზედა და ქვედა ექვსეულებში გადანაწილდებიან და ორ წრედ ითამაშებენ. მეორე ეტაპი 25 მარტს დაიწყება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
kirkitadzes magalitad aqvs 4000 lari... qvilitaias aqvs 3000 lari...daraselias 6000...da citaishvils romelic jer arc daumtkicebiat rashi aqvs 2000 lari???
0
kide gjerat am gundis da am gundis xelmcgvanelobis xalxno? kide ityvit daraselia magariao? cina cels rom iko gundi imaze 100 jer ufro sustia da ususuri...tqvit erti vin moikvana daraseliam kargi fexburteli... aki axali clis mere gunds ar icnobto ...es sheasrua. moatria gundshi aravis ro ar unda iseti fexburtelebi da mati xelfasebi ikitxet erti?
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული