რაჟამაშვილს თავი არც უმაღლეს ლიგაში შეურცხვენია. ვისაც გორის "დილაში" 25 წლის შემტევი ნახევარმცველის მაშინდელი თამაში უნახავს, დაგვეთანხმება, რომ რაჟამაშვილი ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო.
ისე ეფექტურად და ტექნიკურად თამაშობდა, ჩვენს ქომაგს რომ მოენატრა - მისი შესრულებით გვინახავს ფლანგზე ლამაზი "აფეთქებები", შეტევის მოულოდნელი და მწვავე გაგრძელებები, გოლები და საგოლე გადაცემები...
რაჟამაშვილის მიმართ დიდი ინტერესი იყო და არა მხოლოდ ქართული
იანვარში რაჟამაშვილი მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა და ქუთაისის "ტორპედოსთან" თასის მეოთხედფინალში ძველებურად აქტიური იყო, თუმცა საუკეთესო ფორმამდე ჯერაც ბევრი უკლია.
"ძნელი სათქმელია, "ზესტაფონში" რატომ ვერ გავიხსენი. კონკურენციაც იყო, მე კი ახალწვეული ვიყავი და სანამ გუნდს შევეჩვიე და სხვა ტაქტიკაზე გადავერთე, დროც გავიდა - ადაპტაციაც გვიან გავიარე. თანაც, იქ ჩემზე გამოცდილი ბიჭები იყვნენ, ისინი ამ ტაქტიკით თამაშს შეჩვეულები იყვნენ და უფრო უადვილდებოდათ.
მაგრამ თამაშის საშუალება მომეცა, თავიდან ძირითადშიც დამაყენეს, მერე კი შემადგენლობიდან ამომაგდეს...
რას ვიზამთ, ყველაფერი ხდება. ახლა ჩემი საფიქრალი "დილაა". ამ გუნდში დავბრუნდი და ვეცდები, ფორმა რაც შეიძლება სწრაფად დავიბრუნო", - ამბობს რაჟამაშვილი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"