თამაშს ძლიერი ქარი ახლდა თან, რამაც შეხვედრის ხარისხს, გარკვეულწილად, დაღი დაასვა. სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ორივე გუნდისთვის ამ მატჩში მოპოვებულ თითოეულ ქულასაც კი სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა.
რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, პირველი სახიფათო მომენტი მე-11 წუთზე სტუმრებმა საჯარიმო დარტყმიდან შექმნეს, რომელიც ალექსანდრე კოშკაძემ ძლიერად და ზუსტად შეასრულა, მაგრამ ზარქუა ადვილად დაეუფლა ამ ბურთს.
ხუთ წუთში მასპინძლებმაც შეძლეს კარის მიმართულებით დარტყმა, თუმცა გუგუჩიამ ძალზედ დიდი მანძილით ააცილა
30-ე წუთზე ზუგდიდელმა ფეხბურთელმა შალამბერიძის წინააღმდეგ იუხეშა და ეს უკანასკნელი შესაცვლელი შეიქნა, მის ნაცვლად კი რამაზ სოღოლაშვილმა ახალგაზრდა ლევან შენგელია შეუშვა მოედანზე, რომელსაც გოლის გატანის შანსი მალევე მიეცა, თუმცა "ზუგდიდის" მეკარემ თავისი გუნდი გაშვებული გოლისგან იხსნა.
თუმცა ზარქუა აქედან ორიოდე წუთში უკვე უძლური აღმოჩნდა ვახტანგ კვარაცხელიას წინააღმდეგ, რომელიც მეკარესთან პირისპირ ბოლქვაძემ გაიყვანა - 0:1.
მეორე ტაიმში სურათი შეიცვალა და მასპინძლები გააქტიურდნენ. 52-ე წუთზე "დილას" კართან კუთხური დაინიშნა, რომელიც ლომიამ ჩააწოდა. ბურთს ქარმა მიმართულება შეუცვალა და პირდაპირ ლეგაშვილის კარისკენ წავიდა. მეკარემ თითქოს შეძლო მოგერიება, მაგრამ დავით ხარიტონაშვილმა ჩათვალა, რომ ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა.
"დილას" ფეხბურთელებმა გოლი გაასაჩივრეს, მაგრამ ამაოდ - 1:1.
გათანაბრება იყო და ერთ წუთში ზუგდიდელებმა წინ გასვლაც მოახერხეს. ზვიად სიხარულიამ შორი მანძილიდან ძლიერი და ზუსტი დარტყმით მეკარეს შანსი არ დაუტოვა - 2:1.
დარჩენილ დროში ორივე გუნდს შეეძლო გატანა, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა.
მომზადებულია www.fcdila.ge-ის მიხედვით
ბომბარდირები
დ. ტატანაშვილი (ზესტაფონი/ჩიხურა) 13
ჩისკო (დინამო თბ) 12
ი. მოდებაძე (დინამო თბ/დილა) 9
დ. გოგა (დინამო თბ) 9
I ეტაპის ბოლო ორი ტური
XXI ტური
9 მარტი, კვირა
გურია-ჩიხურა
სპარტაკი-ზუგდიდი
დილა-ვიტ ჯორჯია
ზესტაფონი-მერანი
მეტალურგი-სიონი
ტორპედო-დინამო
XXII ტური
16 მარტი, კვირა
ჩიხურა-ტორპედო
დინამო-მეტალურგი
სიონი-ზესტაფონი
მერანი-დილა
ვიტ ჯორჯია-სპარტაკი
ზუგდიდი-გურია
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"