მატჩების ჩაწყობაში ბრალდებული მსაჯების საქმის განხილვისას ექიმი გამოიძახეს

AutoSharing Option
მატჩების ჩაწყობაში ბრალდებული მსაჯების საქმის განხილვისას ექიმის გამოძახება გახდა საჭირო.

ბრალდებულმა ონისე მოლოდინაშვილმა განაცხადა, რომ ძლიერი თავის ტკივილები აქვს და თავს შეუძლოდ გრძნობს. ექიმმა მოლოდინაშვილს დახმარება ადგილზე აღმოუჩინა.

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში თამაშების ჩაწყობაში ბრალდებული მსაჯების სასამართლო მიმდინარეობს.

თამაშების ჩაწყობაში ბრალდებული მსაჯების ადვოკატებმა დღევანდელ პროცესზე შესაძლოა აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა დააყენონ.

როგორც ჟურნალისტებს სხდომის დაწყებამდე ადვოკატებმა განუცხადეს, საგამოძიებო პროცედურები დასრულებულია და შესაბამისად, ბრალდებულები გამოძიებას ხელს ვერ შეუშლიან.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მსაჯების საქმეზე დღეს პირველი წინასასამართლო სხდომა იმართება. ამ საქმეზე
დაკავებულია 8 მსაჯი. აღმკვეთი ღონისძიების სახით, ყველა მათგანს პატიმრობა აქვს შეფარდებული.

წყარო: interpressnews.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული