თიბიესი-აიას მატჩის არბიტრები ტენდენციური მსაჯობისთვის დაისაჯნენ

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის, გიორგი ნიჟარაძის 2014 წლის 15 დეკემბრის ბრძანება თბილისის "თიბიეს"-სა და ქუთაისის "აია"-ს შორის 7 დეკემბერს, ავჭალის სარაგბო სტადიონზე გამართული მატჩის (2014-15 წლის უმაღლესი ლიგის XI ტური) მსაჯობასთან დაკავშირებით.

გთავაზობთ ბრძანებას უცვლელად:

1. გამოეცხადოს მსაჯთა კომიტეტის თავმჯდომარეს, დავით შუბითიძეს, მსაჯთა განვითარების მენეჯერს და მსაჯთა მწვრთნელს, ლუკა კილასონიას საყვედური.

2. მატჩის მომსახურე მსაჯთა ბრიგადას (მთავარი მსაჯი საბა აბულაშვილი, თანამსაჯები - გიორგი ტრაპაიძე და ნიკა ამაშუკელი) არ აუნაზღაურდეს კონკრეტული მატჩის ჰონორარი, ხოლო მატჩის მეთვალყურეს, გოგი ჭიჭინაძეს დაექვითოს ჰონორარის 50%.

3. მსაჯთა კოლეგიამ თბილისის "თიბიეს"-სა და ქუთაისის "აიას" შორის გამართული მატჩის მომსახურე მსაჯთა ბრიგადას მატჩის ტენდენციურად და არაკვალიფიციურად ჩატარებისთვის (რამაც  ზეგავლენა იქონია მატჩის რეზულტატზე) მიიღოს შესაბამისი დამსჯელი ზომები, რომელიც განსაზღვრულია მსაჯთა კოლეგიის დებულებით.

4. მსაჯთა კომიტეტმა შეიმუშაოს შესაბამისი დებულება, რომელიც განსაზღვრავს კონკრეტულ მატჩებზე შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე მსაჯების დანიშვნის საკითხს.

Sportall.Ge

წყარო: rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
წაშალეთ ეს ძმებო და რეალური განცხადება დადეთ, კარგად გადაავლეთ თვალი!
0

სიახლეები პოპულარული