მატჩების ჩაწყობაში ბრალდებული მსაჯების ნაწილმა დანაშაული არ აღიარა

AutoSharing Option
საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის საქმეზე ბრალდებული მსაჯების მორიგი სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 27 ნოემბერს გაიმართება.

დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელა და მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილმა ორივე მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება სრულიად დასაშვებად ცნო.

ამასთან, დღევანდელ პროცესზე ბრალდებულების - თორნიკე გვანცელაძისა და თეიმურაზ ხუჭუას ადვოკატებმა მოითხოვეს მათი დაცვის ქვეშ მყოფებზე სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტა.

როგორც ადვოკატებმა განმარტეს, პროკურატურის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა არ ადასტურებს მათი დაცვის ქვეშ მყოფების ბრალეულობას. მოსამართლემ ხუჭუასა და გვანცელაძის ადვოკატების შუამდგომლობა არ
დააკმაყოფილა და შესაბამასად, მათ სისხლის სამართლებრივი დევნა არ მოეხსნათ.

შემდეგი სასამართლო პროცესი უკვე არსებითი იქნება. ამ საქმეში სულ 8 ბრალდებულია, რომლებსაც აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული. მსაჯების ნაწილმა დღევანდელ პროცესზე დანაშაული აღიარა, ნაწილმა კი დუმილის უფლება გამოიყენა.

წყარო: interpressnews.ge


ასევე იხილეთ:
სკანდალი ქართულ ფეხბურთში: შსს-მ მოსყიდვის ფაქტზე 8 მსაჯი დააკავა [VIDEO]
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
გვენცელაძე გაიხსენე დილას რა უქენი კადრები მოიშველიე ბატონო მოსამართლე გვენცელაძე კორუმპირებული
დუდე შავნაბადელი
17:20 13-11-2014
0
მარტო მსაჯები არაა დამნაშავე. გააკონტროლოს პროკურატურამ საფეხბურთო კლუბების სათავეში მდგომი ხალხის და უახლოესი წრის საბანკო ანგარიშები და ნახავენ თუ ისინიც არ მაზაობენ.

ასეა ეს!!!
guria
21:29 13-11-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული