ეს სტუმრებმა მაშინ მოახერხეს, როცა 10 მოთამაშით იყვნენ მოედანზე - მსაჯმა ბესიკ დეკანოიძე სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო გააძევა.
ეს კი გურულთა მეორე გოლს მოჰყვა: მე-80 წუთზე ალეკო კოშკაძემ კუთხური მოაწოდა, რომელსაც კარგად უცვალა მიმართულება გიგა კვერენჩხილაძემ და შეტევაში ჩართულმა შოთა გაბრიჩიძემ კუთხე საგოლედ "ჩაკეტა".
ისევე, როგორც ანგარიშის გათანაბრებისას, ეს
ლანჩხუთელთა მარჯვენა მცველი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო - მან პირველ ტაიმში აშკარა გოლისგან გადაარჩინა თავისიანები, როცა იმერლებმა მრავალი კონტრშეტევიდან საუკეთესო შანსი მიიღეს და ჭეიშვილმა ბოლო წამს ააცალა ბურთი "ჩიხურას" შემტევებს.
მასპინძლებს უკანა ხაზის "მოშიშვლება" იმ შეტევებმაც აიძულა, რაც დასაწყისშივე გაშვებული გოლის გამო მოუწიათ - "გურიას" მეკარეს მიუტევებელი შეცდომა მოუვიდა და გიორგი კორიფაძემ "საჩუქარი" შეირგო.
ამ გოლმა "ჩიხურას" პირველ ტაიმში უპირატესობა მოუტანა, თუმცა ამით იმერლებმა ვერ ისარგებლეს. ხეირიანად კარში ვერც ანგარიშში ჩამორჩენილმა გურულებმა დაარტყეს.
სამაგიეროდ, მეორე ნახევარში გამოცოცხლდნენ მასპინძლები. საუკეთესო შანსი კოშკაძის გადაცემის შემდეგ საბა ლომიას ჰქონდა, მაგრამ ბურთი ვერ დაიმორჩილა. ბოლოსკენ, 2:1-ზე, ალეკომ პასის ნაცვლად კარში დარტყმა გადაწყვიტა და თავისიანს გაარტყა.
თავის მხრივ, იმერელთაგან დეკანოიძეს, სიხარულიას და ბაჯელიძეს ჰქონდათ გატანის უკეთესი შესაძლებლობები, მაგრამ ხან მეკარე ირჯებოდა საიმედოდ, ხან კიდევ სიზუსტე ღალატობდათ.
უკვე დამატებულ წუთებზე "გურია" გატანას მაინც შეეცადა, მაგრამ ისეც შეიძლებოდა, "ჩიხურას" იქით დაესაჯა შეტევაში წასული მასპინძლები...
მატჩის შემდეგ:
თემურ ლორია (გურია): "ჩვენი გუნდი მეორე ტაიმში უპირატესობას დაეუფლა და გატანილი გოლებიც ამის ლოგიკური შედეგი იყო. მართალია, გაცილებით ცუდად ჩავატარეთ პირველი ტაიმი, მაგრამ არც ის უნდა წაგვეგო. სამწუხაროა, რომ მეტოქე ფეხბურთელის გაძევებამ მოგვადუნა და უპირატესობა ვერ შევინარჩუნეთ. ვფიქრობ, მოგება შეიძლებოდა".
სოსო ფრუიძე (ჩიხურა): "როგორც ნახეთ, პირველ ტაიმში უპირატესობა გვქონდა, გოლიც გავიტანეთ და კიდევ გვქონდა გატანის შესაძლებლობა, რაც ვერ გამოვიყენეთ. მეორე ნახევარში ძალიან უკან "ჩავჯექით" და ეს იყო შეცდომა. ამის გამო დავისაჯეთ, თუმცა გათანაბრება მოვახერხეთ და ვფიქრობ, ფრე ლოგიკური შედეგია".
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XIII ტური
22.11. ლანჩხუთი. "ევგრაფი შევარდნაძე". 1000 მაყურებელი
გურია-ჩიხურა 2:2
გოლები: 0:1 კორიფაძე (16), 1:1 მეგრელიშვილი (53. შალამბერიძის პასით), 2:1 გაბრიჩიძე (80. კვერენჩხილაძის პასით), 2:2 ჭელიძე (90. კაშიას პასით)
გურია (4-4-1-1): ზუხბაია - ჭეიშვილი, ჟვანია, გოგიაშვილი, მეგრელიშვილი - შალამბერიძე, ჯოჯუა, გაბრიჩიძე, მიქაბერიძე (88. ინგოროყვა) - კოშკაძე (89. ე. კილაძე) - ლომია (69. კვერენჩხილაძე).
სათადარიგოები: გოგუაძე, ნ. ჯიშკარიანი, ხარაბაძე, წილოსანი.
მწვრთნელი: თემურ ლორია
ჩიხურა (4-4-1-1): ქვილითაია - ოდიკაძე, ჭელიძე, კაშია, ქიმაძე - კორიფაძე, თ. ღონღაძე ჩიკვაიძე, ბაჯელიძე - სიხარულია - დეკანოიძე.
სათადარიგოები: მწყერაშვილი, ზ. ნადირაძე, თ. ნადირაძე, იაკობაშვილი, ა. ივანიშვილი.
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
გაფრთხილება: სიხარულია (6), ჩიკვაიძე (19), მიქაბერიძე (22), ჭეიშვილი (50), გაბრიჩიძე (93)
გაძევება: დეკანოიძე (82)
არბიტრი: ლ. კვარაცხელია
ბომბარდირები:
ჯ. დვალი (ზესტაფონი) 10
ი. მოდებაძე (დილა) 7
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 7
ო. კვერნაძე (ტორპედო) 7
ნ. საბანაძე (დინამო თბ) 5
შ. ლომია (ზუგდიდი) 5
მომდევნო მატჩები:
დ. ყიფიანის სახ. თასი. 1/8-ფინალი. საპასუხო მატჩები
25 ნოემბერი, სამშაბათი
სიონი-ვიტ ჯორჯია (0:1)
სამტრედია-დინამო (ბთ) (1:4)
26 ნოემბერი, ოთხშაბათი
კოლხეთი (ფ)-დილა (0:0)
დინამო (თბ)-შუქურა (1:1)
საპოვნელა-სპარტაკი (0:3)
ტორპედო-მერანი (3:0)
მეტალურგი-ზუგდიდი (2:0)
ზესტაფონი-ჩიხურა (0:0)
უმაღლესი ლიგა. XIV ტური
30 ნოემბერი, კვირა
მეტალურგი-სპარტაკი
დილა-მერანი
სამტრედია-ჩიხურა
დინამო (თბ)-გურია
ზესტაფონი-დინამო (ბთ)
შუქურა-ტორპედო
კოლხეთი (ფ)-ვიტ ჯორჯია
სიონი-ზუგდიდი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასე რამ გადაგრიათ რომ სპარტაკს 21 ქულა დაუწერეთ და სამტრედიას 23?