საქართველო ჩემთვის ტრამპლინია! - 19 წლის უკრაინელი ლეგიონერის მიზანი

AutoSharing Option
ფოტოზე: ნიკიტა იგუმენოვი (მარჯვნივ)

19 წლის უკრაინელი ნახევარმცველი ნიკიტა იგუმენოვი თბილისის "სასკოს" ღირსებას დაიცავს. შესაძლოა, ახალმა ლეგიონერმა შესვენებამდე დარჩენილ საქართველოს პირველი ლიგის ორ ტურში ითამაშოს კიდეც, თუ არა და, სეზონის განახლებისთანავე გუნდს აუცილებლად დაეხმარება.

"უკრაინაში ყოფნის დროს ვნახე იგუმენოვის თამაში და ამ ფეხბურთელმა ჩემზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინა. გადავწყვიტე, მას საქართველოში კარიერის აწყობაში დავხმარებოდი", - გვითხრა იგუმენოვის მენეჯერმა ირაკლი ხვედელიანმა.

საქართველოსა და პოლონეთის ნაკრებთა შეხვედრის შემდეგ იგუმენოვი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩზე ("ვიტ ჯორჯია"
-"მეტალურგი") ვნახე და ჩვენი საუბარიც იქ შედგა.

- მოგვიყევით თქვენ შესახებ...
- ოდესის "ჩერნომორეცის" საფეხბურთო სკოლის აღზრდილი ვარ. ოთხი წელი "ჩერნომორეცის" სხვადასხვა ასაკობრივ გუნდში ვთამაშობდი. მერე ვიყავი უკრაინის ჩემპიონატის პირველ ლიგაში - "პოლიტეხნიკაში", "რეალ ფარმასა" და "ოდესაში" ვითამაშე.

- რომელია თქვენი ოპტიმალური სათამაშო ამპლუა?
- ამპლუით მარცხენა ნახევარმცველი ვარ. როგორც ვიცი, გუნდში დაცვაში უნდათ ჩემი გამოყენება. არანაირი პრობლემა - ვითამაშებ იქ, სადაც "სასკოს" დასჭირდება.

- უკრაინიდან საქართველოში ფეხბურთელის ჩამოსვლა, ცოტა არ იყოს, გასაკვირია. რატომ მიიღეთ ერთი შეხედვით უცნაური გადაწყვეტილება?
- საქმე ისაა, რომ უკრაინაში ომია. ეს ერთი; მეორეც, მიმაჩნია, რომ საქართველოში პროგრესის მეტი საშუალება მექნება. ჩემი თანამემამულის მაგალითს მოვიყვან. ის სეზონის დაწყების წინ ქუთაისის "ტორპედოში" ჩაირიცხა, ახლა კი მისით ბუქარესტის "დინამოა" დაინტერესებული. კი, უკრაინის უმაღლესი ლიგა მაღალი დონის ტურნირია, თუმცა საქართველოს ჩემპიონატიდანაც შეიძლება იმ მიზნის მიღწევა, რომელიც დასახული მაქვს.

- და რა არის ეს მიზანი?
- მინდა, ევროპაში ვითამაშო. საამისოდ, ჯერ საქართველოში უნდა ვთქვა ჩემი სიტყვა.

- ჩვენმა ქვეყანამ რა შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე?
- ძალიან თბილად დამხვდნენ. გუნდში ბიჭებს უკვე დავუმეგობრდი. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს. ჩანს, რომ "სასკოში" ჩემი იმედი აქვთ და უნდა გავამართლო.

* * *
...როგორც შევიტყვეთ, სეზონის დასრულების შემდეგ "სასკო" სომხეთში მიემგზავრება ამხანაგური მატჩების ჩასატარებლად და სხვებთან ერთად ამ ტურნეში ნიკიტა იგუმენოვიც მიიღებს მონაწილეობას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
სასტავი გარბის აქედან და ეს კიდევ აქ ჩამოვიდა :დ
davita
15:54 27-11-2014
0
ეტყობა ფულიანი კაცის შვილია და ფული კიდევ ძალიან უყვართ ქართველ "აგენტებს". ამის გარეშე საქართველოში ფეხბურთი არ განვითარდებოდა, ეს ერთიღა აკლდა და ისიც მოიყვანეს. "ჟურნალისტო' დაანებე თავი ასეთი უსახური სტატიების წერას.
ZVELI
16:58 27-11-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული