"გაგრაში" უკრაინის მოქალაქეობის მქონე ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველ ლიგაში "გაგრა" ცხრილის შუაში იმყოფება. გუნდი სეზონს 21 თებერვალს განაახლებს.

წესით, "გაგრას" მარნეულის "ალგეთთან" საშინაო შეხვედრა მუხრანის ცენტრალურ სტადიონზე უნდა გაემართა, თუმცა კლუბებმა მასპინძლობის რიგი შეცვალეს - ამჯერად, ერთმანეთს "ავაზას" სტადიონზე დაუპირისპირდებიან, სადაც "ალგეთი" თამაშობს, ხოლო მეოთხე წრის შეხვედრას უკვე მუხრანში ჩაატარებენ.

საინტერესოა, რომ "გაგრამ" რუსთავის "მეტალურგის" ყოფილი მეკარე გივი კიკნაძე დაიმატა, რომელმაც გუნდი ზამთრის სატრანსფერო პერიოდის დროს დატოვა. ძირითადად, კიკნაძეს თამაში "მეტალურგის" დუბლშემადგენლობაში უწევდა და გუნდის დატოვებაც ამიტომ გადაწყვიტა. თავიდან მას უცხოეთში წასვლა სურდა, მაგრამ
საბოლოოდ "გაგრას" წინადადებას დათანხმდა და გუნდში სეზონის ბოლომდე დარჩება.

ამას გარდა, შევიტყვეთ, რომ "გაგრაში" უკრაინაში ნათამაშებ და ამ ქვეყნის მოქალაქეობის მქონე ქართველ ფეხბურთელს, ამბერკი ინჯიბაშვილს აკვირდებიან.

"მას უკრაინის მოქალაქეობა აქვს. საქართველოში პროფესიულ ლიგაში არასოდეს უთამაშია, მაგრამ თავის დროზე, უკრაინაში საკმაოდ კარგი პრესა ჰქონდა", - გვითხრა ირაკლი ხვედელიანმა, რომელიც ამ ტრანსფერის ინიციატორი გახლავთ.

"გაგრის" ახალწვეული ოზურგეთშია დაბადებული, იზრდებოდა ფოთში, სადაც ფეხბურთში მისი პირველი ნაბიჯები "კოლხეთის" დღევანდელ მწვრთნელ ზაზა ინაშვილს უკავშირდება. თამაშობდა უკრაინის ქვედა ლიგის გუნდებში. ბოლოს ნოვაკახოვკის "ენერგიაში" ირიცხებოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მენგრელია გადაკეთებული აქვს გვარი "ინჯიბია"ა სინამდვილეში:))
vartan
17:21 20-02-2015
0
კიდევ კარგი მეგრელი არ არის ტორემ იტყოდნენ რა უცნაური სახელები აქვთ მეგრელებსო ;)
bacho
14:57 20-02-2015
0

სიახლეები პოპულარული