მათე კვირკვია ყაზახურ "აქტობეს" უახლოვდება

AutoSharing Option
თითქმის გადაწყვეტილია, რომ "ვიტ ჯორჯიასა" და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ფლანგელი მათე კვირკვია კარიერას ყაზახეთის მოქმედ ჩემპიონ "აქტობეში" გააგრძელებს.

"აქტობე" ქართველ გულშემატკივარს მაინცდამაინც კარგად არ უნდა ახსოვდეს - სწორედ ამ კლუბმა გამოთიშა თბილისის "დინამო" ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებიდან...

ვინც საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს თვალს ადევნებს, დაგვეთანხმება, რომ კვირკვია ჩვენი პირველობის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია. "ვიტ ჯორჯია" ნიჭიერ ჭაბუკს ახალ კონტრაქტს უმზადებდა, თუმცა, როგორც ჩანს, ყაზახთა ს
არფიანმა შეთავაზებამ გაჭრა და ხელშეკრულება მალე გაფორმდება, კვირკვიას კი საამისოდ ყაზახეთში მოუწევს ჩასვლა.

ამ ინფორმაციას "ვიტ ჯორჯიაში" ჯერჯერობით არ ადასტურებენ. როგორც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ზურაბ ბერიძემ გვითხრა, ყაზახები კვირკვიას თაობაზე "ვეტერინარებს" ჯერ არ შეხმიანებიან.

ცხადია, კლუბისაც გვესმის - სანამ კონტრაქტი არ გაფორმდება, "ვიტ ჯორჯია" მის გახმაურებას არ ჩქარობს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული