გიორგი ხიდეშელი: პირველ რიგში, ველოდები, რა მოხდება "ზესტაფონში"

AutoSharing Option
"ზესტაფონთან" კონტრაქტის ვადა, სხვებთან ერთად, 26 წლის ცენტრალურ მცველ გიორგი ხიდეშელსაც ამოეწურა. ის არ არის რიგითი მოთამაშე ზესტაფონური კლუბისთვის. სხვადასხვა სეზონს თუ დავაჯამებთ, მას 8 წელი უთამაშია მარგველთა რიგებში.

ამას გარდა, ხიდეშელს "თბილისში", "კახეთში", "ტორპედოსა" და "დინამოშიც" გაუგორებია ბურთი, კლაუს ტოპმიოლერის დროს კი საქართველოს ნაკრების ფორმაც მოირგო (ეროვნულ გუნდში სულ 3 მატჩი ჩაატარა).

გიორგის შევეხმიანეთ და მომავლის გეგმებზე ვკითხეთ:

"კლუბთან კონტრაქტი ამომეწურა და თავისუფალი აგენტი გავხდი. იანვრამდე მქონდა "ზესტაფონთან" ხელშეკრულება და რაც შემეძლო, გავაკეთე გუნდის დასახმარებლად", - გვითხრა მან.

საინტერესოა,
სად გააგრძელებს კარიერას ხიდეშელი?

"ჯერ არ ვიცი ზუსტად რა და როგორ იქნება. არც იმას გამოვრიცხავ, რომ "ზესტაფონში" დავრჩე.

გააჩნია, როგორ განვითარდება მოვლენები კლუბში. ვთქვათ, შეინარჩუნებს თუ არა გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტს გია გეგუჩაძე, რა შეთავაზება იქნება კლუბიდან და ასე შემდეგ.

არის რაღაც საინტერესო ვარიანტები საქართველოს სხვა კლუბებიდანაც, მაგრამ ჯერ კონკრეტული და გამოკვეთილი არაფერია, სასაუბროდ რომ ღირდეს.

ზაფხულში მქონდა თურქეთის ვარიანტი და შეიძლება, ის კიდევ გახდეს აქტუალური. პირველ რიგში, ველოდები, რა მოხდება "ზესტაფონში". ეს არ არის ჩემთვის ერთი რიგითი კლუბი", - ამბობს გიორგი.

ხიდეშელი, ვინძლო, ახლა სოლიდურ უცხოურ გუნდში ყოფილიყო, ჩემპიონთა ლიგაზე "ზესტაფონის" შემადგენლობაში უმძიმესი ტრავმა რომ არ მიეღო მოლდოვურ "დაჩიასთან" შეხვედრაში.

მაშინ, ჩვენი ინფორმაციით, უკრაინული ფეხბურთის გრანდი კიევის "დინამო" მზად იყო, ჩვენებურთან 3-წლიანი კონტრაქტი გაეფორმებინა, თუმცა მოულოდნელმა ტრავმამ ყველაფერი არია.

რაც შეეხება ხიდეშელის სიტყვებს - ველოდები, რა მოხდება "ზესტაფონშიო" - დიახ, ყველაფერი მართლაც იმ შეხვედრაზე იქნება დამოკიდებული, რომელიც გია გეგუჩაძის სამწვრთნელო შტაბსა და კლუბის მფლობელ ილია კოკაიას შორის უნდა შედგეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
წავიდეს მერანში, დინამო ბათუმში , მე მგონი უარს არავინ ეტყვის, ამ ორივე კლუბს მაგის სამყოფი ფული მოენახება.
მაგრამ ყველაზე უკეთესი იქნება ზესტაფონსი გაადრჩენა და აღოძინება და თუ იქ ისვ დარცება ამაზე უკეთესი არაფერი იქნება!
ჯანგო
12:25 14-12-2014
0
warmatebebi))) 26 wlis da ugundod da tan zestafonze ocnebit )))))
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული