გიორგი ილურიძე: ვერც წარმოვიდგენდი, თუ ახალ კლუბში გადასვლა მომიწევდა

AutoSharing Option
საქართველოს ორგზის ჩემპიონის, "ზესტაფონის" ბედი ჰაერშია - არავინ იცის, ითამაშებს თუ არა გუნდი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში.

ამაზე ჩვენი გაზეთის წინა ნომერში ვრცლად გვეწერა.


ახლა კი ფეხბურთელებზე ვთქვათ. "ზესტაფონის" სატურნირო მდგომარეობა საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატში სახარბიელო არ არის (პირველი ეტაპის შემდეგ გუნდს მეცხრე ადგილი უჭირავს), თუმცა კლუბში არაერთი ისეთი კადრი თამაშობდა, რომლებიც ნებისმიერ ჩვენებურ გუნდს მნიშვნელოვნად გააძლიერებს.

როგორც შევიტყვეთ, "ზესტაფონის" რიგი მოთამაშეების მიმართ ინტერესი არის. მაგალითად, თბილისის "დინამო" დაინტერესებულია ორი ახალგაზრდა ფეხბურთელის,
თედო გრიგალაშვილისა
და ვახტანგ ჭანტურიშვილის ტრანსფერით, თუმცა ეს ტრანსფერი ჯერ ბეჭედდასმული არ არის.

გავიგეთ ისიც, რომ "ზესტაფონის" ახალგაზრდა ექსფორვარდი თორნიკე კაპანაძე შესაძლოა ქუთაისის "ტორპედოს" დაუბრუნდეს.

"ზესტაფონის" ექსფეხბურთელთაგან სხვა კლუბებისათვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მოთამაშე გიორგი ილურიძე უნდა იყოს. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, 22 წლის შემტევმა უცხოეთშიც მოასწრო გარჯა ("ანჟი", "ჰაიდუკი", "ერმისი") და საქართველოს ჩემპიონატშიც გაითქვა ერთ-ერთი გამორჩეული მეგოლის სახელი.

ილურიძის შემთხვევაში პრობლემა ის არის, რომ მიმდინარე სეზონში მან უკვე გამოიცვალა ორი კლუბი და მესამე გუნდში გადასვლის უფლება აღარ აქვს.

არადა, "ზესტაფონი", შესაძლოა, სულაც დაიშალოს...

- ველაპარაკე კლუბის გენერალურ დირექტორ მიხეილ ხუციშვილს. მან მითხრა, რომ "ზესტაფონის" იურისტი დამეხმარება. როგორც ვიცი, თუ გუნდი დაიშალა, ასეთ შემთხვევაში ახალ კლუბში გადასვლის ნება უნდა მომცენ.

- რამდენად მოულოდნელი იყო თქვენთვის "ზესტაფონში" ბოლო დროს განვითარებული მოვლენები?
- ძალიან მოულოდნელი იყო. სეზონის ბოლოს გვითხრეს, რომ სულ მცირე, ის პირობები შენარჩუნდებოდა გუნდში, რაც გასულ წელს იყო.

- ცხადია, ჯერ არ გაქვთ კონკრეტული ვარიანტი...
- არა, ვერც წარმოვიდგენდი, თუ ახალ კლუბში გადასვლა მომიწევდა. ჩემს მენეჯერს უნდა შევეხმიანო. თუ რამე იქნება კონკრეტული, აუცილებლად გაგაგებინებთ.

- გიორგი, "ზესტაფონში" დაბრუნების შემდეგ ვერაფრით ათამაშდით. მიმდინარე სეზონის პირველი ნაწილით კმაყოფილი ხართ?
- ვიცი, რომ ჩემგან მეტს ელოდა გულშემატკივარი. ეს აბსოლუტურად გასაგებია ჩემთვის. თავადაც ძალიან უკმაყოფილო ვარ მიმდინარე სეზონში ჩემი თამაშით, თუმცა ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ მალე მოვუმატო.

- ამ ეტაპზე სად გირჩევნიათ კარიერის გაგრძელება - საქართველოში თუ საზღვარგარეთ?
- ვნახოთ, რა შემოთავაზებები იქნება. ჯერ ვერც ამ თემაზე მოვასწარი დაფიქრება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
დილასი გადმოვიდეს კარგი იქნება ტან დილას გაადზლიერებს
nika
19:26 20-12-2014
0
საინტერესო იდეა წამოაყენეს გორელმა გულშემატკივრებმა ილურიძესთან დაკავშირებით.თუ გუნდის ხელმძღვანელობა ამ წინადადებას გაითვალისწინებს,ეს ნაბიჯი სასიკეთოთ წაადგება გორის დილას და შესამჩნევად გაძლიერდება გუნდი.აბა ბატონებო ახლა ალავერდს ბ=ნ ტუღუშთანა ვართ
გივი გაგნიძე
17:03 20-12-2014
0

სიახლეები პოპულარული