ბოლნისის "სიონი": ყველა ფეხბურთელი თავისუფალია!

AutoSharing Option
როგორი შემადგენლობით შეხვდება ბოლნისის "სიონი" საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის განახლებას? ეს საკითხი, ჯერჯერობით, გაურკვეველია.

როგორც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლადო ბურდულმა გვითხრა, კლუბთან კონტრაქტის ვადა ყველა ფეხბურთელს ამოეწურა.

"ჯერჯერობით, ნამდვილად არ ვიცი, რა კონტინგენტით შევხვდებით ჩემპიონატის განახლებას. ახლა ასეთი სიტუაციაა: კლუბთან კონტრაქტი ყველა ფეხბურთელს დაუმთავრდა. შესაბამისად, ისინი თავისუფალი აგენტები გახდნენ", - გვითხრა ბურდულმა.

ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც ამ დროისთვის ბოლნისურ კლუბთან ხელშეკრულება აკავშირებს, ზვიად ლობჟანიძეა.

"სიონს" ისეთი კონტინგენტი ჰყავს, საქართველოს კვალობაზე რომ არ დაიწუნება და ცხადია, სხვა ქართული გუნდები უარს არ იტყვიან კვალიფიციურ
კადრებზე.

თუ რა შემადგენლობით განაახლებს "სიონი" საქართველოს ჩემპიონატს, ეს ისევ და ისევ კლუბის ბიუჯეტზე იქნება დამოკიდებული, ბიუჯეტი კი, ჯერჯერობით, არ დამტკიცებულა. შესაბამისად, უცნობია, სად გაივლის ბოლნისური კლუბი წინასასეზონო მოსამზადებელ შეკრებას.

ერთადერთი ფეხბურთელი, ვინც ოფიციალურად განაცხადა "სიონიდან" წასვლის შესახებ, გურამ გურეშიძეა. მისი გადაბირება რამდენიმე ქართულ და აზერბაიჯანულ კლუბს სურს.

ამ დროისთვის, საქართველოს ჩემპიონატში "სიონს" 14 ქულით მე-14 ადგილი უკავია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
სანამ ეს ფედერაცია იქნება ასე სავალალო მდგომარეობაში იქნება ქართული ფეხბურთი
ხუჭუ
23 დეკემბერი 2014 20:11
0
ანუ ჯობია თუ სახელმწიფომ 16 მილიონი გამოყო 16 გუნდს თითო მილიონი მისცეს ლიჟბი გააჩუმოს თუ 8 გუნდს მისცეს 2-2 მილიონი თვიდან თვეზე აღარ იფიქრონ და ცოტა განვითარებაზეც დაფიქრდნენ და პირველ ლიგაში ბიზნესმენებს დააფინანსებინოს 200-200 ათასით თითო გუნდი... ცოტას სპონსორი წაუმატებს ცოტას გუბერნატორი ცოტას გულსშემატკივარი ცოტა შეღავათს გაუკეთებს სახელმწიფო და ასე... 6 თიანი გუნდები რო გააკეთეს ეხლა კიდე იმაზე უნდა იმტვრიონ თავი ვინ დაგვაფინანსებს მომდევნო 6 თვესო,გავა ეს 6 თვე მერე ისევ ასე და ასე უსასრულოდ? შეუძლებელია განა პირველი ლიგა ისეთი დონის და პრესტიჟული გავაკეთოთ რომართლა ნომერ მეორე იყოს დონითაც?ახალგაზრდებმა ითამაშონ პრაქტიკა მიიღონ განვითარდნენ გადავიდნენ მერე მთავარ გუნდში ანუ როგორც ხდება ნორმალურად....
luk
23 დეკემბერი 2014 14:02
0
...10გუნდიან ჩემპიონატში ფინანსურად მძლავრი გუნდები გვეყოლებოდა?და ყველას ულტრათანამედროვე ინფრასტრუქტურა?პირველ ლიგაში ფინანსები არ არის საჭირო?თუ იქ თამაში სტადიონების და ფულის გარტეშე შესაძლებელია?კლუბები?რომელია კლუბი?ათასობით გულშემატკივარი ტრადიციულად,ოჯახებით საწევროებს იხდიან და აქციების მფლობელები არიან,არჩევნებში მონაწილეობენ(კლუბის პრეზიდენტის,და პრეზიდენტობის კანდიდატების რიგია?)....
ocneba
23 დეკემბერი 2014 13:30
0
ისეთ გაჭირვებულ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, გაცილებით მარტივი სახელმწიფოს მხრიდან 5-6 კლუბის დაფინანსება და 4-5 კერძო საკუთრებაში არსებული გუნდის თანადაფინანსება, ვიდრე 16 გუნდის. რადგან ასეთ პირობებში კერძო ინვესტორებსაც არანაირი ინტერესი აღარ აქვთ კლუბების დაფინანსების. ზუსტად მაგიოტმ დატოვა კოკაიამ ზესტაფონი, რომ მიუხედავად მისი და ფიფიას წინააღმდეგობისა, მაინც 16 გუნდიანი *** ჩემპიონატი დაამტკიცა არველაძემ და ხურცილავამ.
Raul
23 დეკემბერი 2014 13:17
0
საინტერესოა ,12-10 -ან 8 გუნდიანი ,რომ იყოს ჩემპიონატი დაფინანსებას საიდან მოიტანს გუნდები?
sss
23 დეკემბერი 2014 12:51
0
ესეც სიჭინავას, არველაძის და ხურცილავას 16 გუნდიანი ჩემპიონატი.
Raul
23 დეკემბერი 2014 11:44
0

სიახლეები პოპულარული