კატასტროფა მოახლოებულია: მობილიზაცია ზესტაფონის საკრებულოსთან!

AutoSharing Option
დღეს, 23 დეკემბერს ზესტაფონის გამგეობის შენობასთან ხალხმრავლობაა მოსალოდნელი. დანიშნულია ქალაქის საკრებულოს სხდომა და ამ სხდომაზე დიდწილად უნდა გაირკვეს, რა ბედი ელის საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს".

გუნდში (თუ შეიძლება, მხოლოდ ქაღალდზე არსებულ სუბიექტს "გუნდი" ეწოდოს) არსებულ ვითარებას აღარ ჩავუღრმავდებით. ერთი კია - გულშემატკივრები ახლა საშველს მხოლოდ ქალაქის ხელმძღვანელთა დროულ რეაგირებაში ხედავენ.

მოკლედ, ზესტაფონში ფეხბურთის გადასარჩენად უნდა გამოინახოს გარკვეული თანხა. 2015 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია 300 ათასი ლარი, თუმცა ეს ზღვაში წვეთია.

როგორც შევიტყვეთ, "ზესტაფონის" გულშემატკივრები საკრებულოს სხდომაზე დასწრებასა და ქალაქის ხელმძღვანელობასთან ერთად
გამოსავლის გზების ძიებას გეგმავენ.

22 დეკემბერს "ლელო" ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელ ტარიელ თუთარაშვილს დაუკავშირდა. გამგებლის თქმით, ის შეხვედრაზე იმყოფებოდა. ბატონი ტარიელი დაგვპირდა, რომ ახლო მომავალში დააკმაყოფილებს მკითხველის ცნობისმოყვარეობას.

საკრებულოს დღევანდელი სხდომის თაობაზე კი, რომელიც 15 საათზე შედგება, ოპერატიულად მოგაწვდით ინფორმაციას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
დარჩა ისევ 12 გუნდი? :)
თბილისი
10:24 23-12-2014
0
ვერ გავიგე მე ჩემი გადახდილი გადასახადებიდან ამ უსაქმურებს რატო უნდა ვუხადო ხელფასი. ფეხბურთი უნდა იყოს ბიზნესი და ბიუჯეტიდან არ უნდა იხარჯებოდეს ჩვენი გადახდილი ფული, მირჩევნია მაგ 300 000 რამდენიმე სკოლა გაარემონტონ და გზა დააგონ, ან ხალხს დაეხმარონ ფეხბურთია თუ კათარზისი ვერ გავიგე.
ქარ
10:50 23-12-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული