დედაქალაქელთა სატურნირო მდგომარეობა ახლა იდეალური არ არის. გუნდს ეროვნული ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მოკრძალებული, მე-15 ადგილი უჭირავს.
ეს ფაქტია, თუმცა იმასაც ვერ გავექცევით, რომ ზურაბ ბერიძის ხელმძღვანელობით, გუნდმა ჩემპიონატის პირველ წრეში რამდენიმე დასამახსოვრებელი შეხვედრა ჩაატარა და ცოტა რომ გამართლებოდა, ვინძლო, ცხრილში ახლა გაცილებით უკეთეს პოზიციაზეც ყოფილიყო.
მიმდინარე აქტუალურ თემებზე "ლელო" "ვიტ ჯორჯიას" პრეზიდენტ გურამ რუხაძეს ესაუბრა...
- ხუთშაბათს გუნდის კრებაა დანიშნული. "ვიტ ჯორჯია" სეზონის განახლებისათვის სამზადისს 26 დეკემბერს
- საინტერესოა, სად მოემზადება გუნდი - საქართველოში თუ უცხოეთში?
- საქართველოში გავივლით მოსამზადებელ პერიოდს. უკვე გაწერილია მთლიანი გეგმა. ეს ყველაფერი "ვიტ ჯორჯიას" ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება.
- რაიმე სიახლე ხომ არ არის "ვიტ ჯორჯიაში" - ვინ მიდის? ვინ მოდის?
- ამ დროისთვის სიახლე არ გვაქვს. ყველა ფეხბურთელი ადგილზეა. რამდენიმე ახალგაზრდა მოთამაშეს მიეცემა "ვიტ ჯორჯიაში" დამკვიდრების შანსი - დუბლშემადგენლობის ფეხბურთელებს ვგულისხმობ.
- შეკრებაზე გუნდთან ერთად მათე კვირკვიაც იქნება? როგორც ცნობილია, მისი გადაბირება ყაზახურ "აქტობეს" სურს...
- ადრეც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ - არანაირი კონტაქტი არ ყოფილა ამ საკითხზე. კვირკვია "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელია.
- როგორც ქართულ ფეხბურთს შერჩენილ ერთ-ერთ იშვიათ კერძო ინვესტორს, "ზესტაფონის" პრეზიდენტის, ილია კოკაიას გადაწყვეტილებაზე უნდა გთხოვოთ აზრის გამოთქმა...
- ჩვენ დიდ პატივს ვცემთ ილია კოკაიას, "ზესტაფონს" და იმ საქმეებს, რომლებიც მან ამ კლუბში აკეთა.
ძალიან საწყენია ტენდენცია, რომელსაც თქვენც შეამჩნევდით - ქართულ ფეხბურთში კერძო ინვესტორები დღითიდღე ცოტანი ვრჩებით. რასაც ჰქვია ნამდვილი კერძო კლუბი, ჩემი აზრით, ასეთი მხოლოდ სამი დარჩა საქართველოში - "დინამო", "მერანი" და "ვიტ ჯორჯია".
- საინტერესოა, რა გზას ხედავთ ქართულ ფეხბურთში კერძო ინვესტორის შესანარჩუნებლად?
- ტევადი კითხვაა და დღეს პასუხის ბოლომდე ჩამოყალიბება გაჭირდება.
- მაშინ ახლო მომავალში განვიხილოთ ეს და სხვა საკითხები...
- სიამოვნებით. მე მზად ვარ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"