გიორგი ჭანკოტაძე: საქართველოს წამყვანი კლუბები უკვე დამიკავშირდნენ

AutoSharing Option
როგორც "ზესტაფონიდან" წასულმა გიორგი ჭანკოტაძემ გვითხრა, მას საქართველოს წამყვანი კლუბები დაუკავშირდნენ. თავად 23 წლის ნახევარმცველს ჯერ არჩევანი არ გაუკეთებია.

"ძალიან გულდაწყვეტილი და იმედგაცრუებული ვარ იმით, რაც "ზესტაფონში" მოხდა. მივიღე გათავისუფლების ფურცელი და გუნდთან აღარაფერი მაკავშირებს.

ჯერჯერობით, არ ვიცი, სად გავაგრძელებ კარიერას. რამდენიმე ვარიანტიდან საუკეთესოს ავარჩევ. დამიკავშირდნენ საქართველოს წამყვანი გუნდები, თუმცა ამ ეტაპზე არ მსურს მათი დაკონკრეტება.

ერთიცაა - თუ "ზესტაფონში" ყველაფერი კარგად იქნება და გუნდს ამბიცია ექნება, არც დაბრუნებას გამოვრიცხავ. ზესტაფონი ჩემთვის მშობლიური ქალაქია", - გვითხრა ჭანკოტაძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული