ახალი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით, ტორპედოელებმა ხელოვნურსაფარიან მოედანზე ორი საათი ივარჯიშეს. პირველ წვრთნას თვალს ადევნებდნენ გულშემატკივრები და ქუთაისის ვიცე-მერი ნოდარ მიქიაშვილი.
სრულად დაკომპლექტდა სამწვრთნელო შტაბი - გია მეგრელაძესთან ერთად, დარასელიას თანაშემწე იქნება ნუკრი გაბრავაც. მეკარეებს კი გაწვრთნის თამაზ ოდიკაძე, რომელიც თავის დროზე "ზესტაფონსა" და "ლოკომოტივში" მუშაობდა.
"ტორპედოს" პრესსამსახურის ცნობით, პირველი ეტაპის შემადგენლობიდან 3 იანვრის წვრთნაში მხოლოდ 9 ფეხბურთელი მონაწილეობდა - მეკარე თორნიკე გეგუჩაძე, მიხეილ მახვილაძე, ზურაბ
გამოდის, რომ გუნდი 20-მა მოთამაშემ დატოვა: მეკარეებმა - მინდია ბობღიაშვილმა და გაბრიელ თებიძემ, უკრაინელმა ლეგიონერებმა - ილია დრევალმა და ვალერი ბონდარენკომ, აგრეთვე, ვალერი აბრამიძემ, თენგიზ ჩიკვილაძემ, ზაალ ელიავამ, ცოტნე ქებურიამ, ვაჟა ტაბატაძემ, სევასტი თოდუამ, ლექსო ბენაშვილმა, თორნიკე ჩადუნელმა, გივი დუდუჩავამ, ნიკა კვასხვაძემ, ლევან შენგელიამ, გურამ თედიაშვილმა, გიორგი გიორგაძემ, გოგი ფიფიამ, გიორგი ჭედიამ და ბექა ტუღუშმა.
ცხადია, მრავლად იყვნენ ახალწვეულები. რამდენიმე სიახლე "ლელოს" მკითხველისთვისაც ცნობილია: "ტორპედომ" გადაიბირა 27 წლის სერბი მეკარე საშა მიშიჩი, რომელიც ბოლოს ბოსნიურ "მლადოსტში" გამოდიოდა; მცველი რომეო კანკია ("ზუგდიდი"), 27 წლის მცველი ზაზა ჭელიძე (ბელორუსის "გომელი"), 31 წლის ნახევარმცველი ლაშა ქებაძე ("სამტრედია"), 26 წლის ნახევარმცველი ირაკლი კლიმიაშვილი ("სკონტო") და 23 წლის ფორვარდი ნიკა საბანაძე (თბილისის "დინამო").
დარასელიას ხელმძღვანელობით სხვა ახალწვეულებიც ვარჯიშობენ: ექსზესტაფონელები - მეკარე კახა მეშველიანი, მცველი მალხაზ გაგოშიძე და 23 წლის ნახევარმცველი გიორგი ჭანკოტაძე. საბოლოოდ გადაწყდა თბილისის "დინამოს" 20 წლის თავდამსხმელის, ბუდუ ზივზივაძისა და 26 წლის ვახტანგ კვარაცხელიას ("ზუგდიდი") დამატებაც.
მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში არიან ახალგაზრდა საბა ადამაშვილი ("ზუგდიდი"), ბექა ბანძელაძე, თენგიზ ბრეგვაძე და ბექა კაკუშაძე (სამივე - წყალტუბოს "სამგურალი").
ერთ კვირაში გუნდს შეუერთდება "ზუგდიდის" ყოფილი ცენტრალური მცველი ბაქარ მირცხულავაც, რომელსაც პირველად მიეცემა მშობლიური ქალაქის გუნდში თამაშის საშუალება.
ქუთაისელთა პრესსამსახური გვამცნობს იმასაც, რომ ზემოთ ჩამოთვლილ ფეხბურთელთა უმეტესობას კონტრაქტებს მალე გაუფორმებენ. 8 იანვრიდან "ტორპედო" ორჯერად ვარჯიშებზე გადავა და საწვრთნელ ბაზაზე ორმხრივ თამაშებსაც ჩაატარებს. 29 იანვარს კი ქუთაისელები ორკვირიან შეკრებაზე თურქულ ბელეკში გაემგზავრებიან.
"ტორპედო" იქ ოთხ ამხანაგურ მატჩს (1, 4, 7 და 10 თებერვალს) გამართავს. მეტოქეთა ვინაობა ახლა დაზუსტდება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"