როგორც შევიტყვეთ, 20 წლის პერსპექტიულ გოლკიპერს ლანჩხუთის "გურია" დაუკავშირდა და არის შანსი, კარიერა სწორედ ამ გუნდში გააგრძელოს.
ისე კი, უცნაურია, რომ ამ ნიჭიერი მეკარით ლიდერები არ ინტერესდებიან. არადა, გია ცეცაძის ფორმაციის 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე რომ მოხვდა, ამაში თებიძემ ლომის წილი დაიდო.
ახალ გუნდში ითამაშებს "ტორპედოს" ყოფილი კაპიტანი სევასტი თოდუაც. შესაძლოა, 38 წლის ვეტერანმა მცველმა კარიერა მეორე ლიგის ბინადარ ვანის
სხვათა შორის, ქვედალიგელის კვალობაზე, "სულორს" საკმაოდ სოლიდური ბიუჯეტი აქვს - 400 ათასი ლარი. ვანელები პირველ ლიგაში გადასვლას უმიზნებენ და რაიონის ხელმძღვანელობა გუნდის გასაძლიერებლად თანხას არ იშურებს.
გიგა კუტივაძის გაწვრთნილები მეორე ლიგის დასავლეთ ზონაში 35 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფებიან. ვანელები ლიდერ ხონის "იმერეთს" 2 ქულით, ხოლო მეორეადგილოსან ჩხოროწყუს "სამეგრელოს" 1 ქულით ჩამორჩებიან და I ლიგაში აღზევების რეალურ შანსს ინარჩუნებენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"