გაბი თებიძე - ლანჩხუთის "გურიაში", სევასტი თოდუა - ვანის "სულორში"

AutoSharing Option
რევაზ ძოძუაშვილთან ერთად, ქუთაისის "ტორპედო" 20 ფეხბურთელსაც დაემშვიდობა. მათ შორის იყო საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ყოფილი მეკარე გაბი თებიძე.

როგორც შევიტყვეთ, 20 წლის პერსპექტიულ გოლკიპერს ლანჩხუთის "გურია" დაუკავშირდა და არის შანსი, კარიერა სწორედ ამ გუნდში გააგრძელოს.

ისე კი, უცნაურია, რომ ამ ნიჭიერი მეკარით ლიდერები არ ინტერესდებიან. არადა, გია ცეცაძის ფორმაციის 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე რომ მოხვდა, ამაში თებიძემ ლომის წილი დაიდო.

ახალ გუნდში ითამაშებს "ტორპედოს" ყოფილი კაპიტანი სევასტი თოდუაც. შესაძლოა, 38 წლის ვეტერანმა მცველმა კარიერა მეორე ლიგის ბინადარ ვანის
"სულორში" გააგრძელოს.

სხვათა შორის, ქვედალიგელის კვალობაზე, "სულორს" საკმაოდ სოლიდური ბიუჯეტი აქვს - 400 ათასი ლარი. ვანელები პირველ ლიგაში გადასვლას უმიზნებენ და რაიონის ხელმძღვანელობა გუნდის გასაძლიერებლად თანხას არ იშურებს.

გიგა კუტივაძის გაწვრთნილები მეორე ლიგის დასავლეთ ზონაში 35 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფებიან. ვანელები ლიდერ ხონის "იმერეთს" 2 ქულით, ხოლო მეორეადგილოსან ჩხოროწყუს "სამეგრელოს" 1 ქულით ჩამორჩებიან და I ლიგაში აღზევების რეალურ შანსს ინარჩუნებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
მე ვანის სულორს კარგად ვიცნობ და გუნდზეც არ მითქვამს სასაყვედურო არაფერი მე უბრალოდ შევადარე ვანის ბიუჯეტის შესაძლებლობა და ზესტაფონის! სასიხარულოა რომ ვანელებს უფრო უყვართ ფეხბურთი ვიდრე ზესტაფონელ ჩინოვნიკებს!ისე ზესტაფონმა რომ მეტს მიაღწია ვიდრე სულორმა ეს საკამათო არ უნდა იყოს! წარმატებები სულორს
mesi
10:39 06-01-2015
0
ვინ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და სახზელმწიფომ
koki
13:21 05-01-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული