ილია კოკაიასა და ზესტაფონის ადგილობრივი ხელისუფლების შეხვედრა გადაიდო

AutoSharing Option
ფოტოზე: ილია კოკაია

იმერეთის მხარისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირთა შეხვედრა საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მფლობელ ილია კოკაიასთან, რომელიც 10 იანვარს უნდა შემდგარიყო, ბუნებრივი პირობების გაუარესების გამო, გადაიდო.

წინასწარი შეთანხმების თანახმდად, ქალაქისა და გუნდისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ეს შეხვედრა მომავალი კვირის დასაწყისში, კერძოდ, 12 იანვარს გაიმართება.

ამის შესახებ "ზესტაფონის" პრეს-სამსახური იუწყება.

როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 8 იანვარს ზესტაფონში განვითარებული მოვლენების შემდეგ, დაიგეგმა შეხვედრა, რომელსაც იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი, პარლამენტის წევრი, ზესტაფონელი შალვა კიკნაველიძე,
მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღრაძე და
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მფლობელი ილია კოკაია დაესწრებიან და კლუბში შექმნილი კატასტროფული მდგომარეობიდან გამოსავლის პოვნის გზებზე ერთად იმსჯელებენ.

ასევე იხილეთ:
"ზესტაფონი": რა მოხდება 10 იანვარს დანიშნულ შეხვედრაზე
მკითხველის კომენტარები / 2 /
ილია წავალ
dato
08:56 12-01-2015
0
რჩება ზესტაფონის მთავარ მეპატრონედ, ეგაა რომ უკეთეს პირობებს და უფრო მკაცრი მოთხოვნებით მიაღწევს!
ჯორდანო უბრუნებელი
18:59 10-01-2015
0

სიახლეები პოპულარული