იმერეთის მხარისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირთა შეხვედრა საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მფლობელ ილია კოკაიასთან, რომელიც 10 იანვარს უნდა შემდგარიყო, ბუნებრივი პირობების გაუარესების გამო, გადაიდო.
წინასწარი შეთანხმების თანახმდად, ქალაქისა და გუნდისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ეს შეხვედრა მომავალი კვირის დასაწყისში, კერძოდ, 12 იანვარს გაიმართება.
ამის შესახებ "ზესტაფონის" პრეს-სამსახური იუწყება.
როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 8 იანვარს ზესტაფონში განვითარებული მოვლენების შემდეგ, დაიგეგმა შეხვედრა, რომელსაც იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი, პარლამენტის წევრი, ზესტაფონელი შალვა კიკნაველიძე,
მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღრაძე და
ასევე იხილეთ:
"ზესტაფონი": რა მოხდება 10 იანვარს დანიშნულ შეხვედრაზე