"ზესტაფონის" გადასარჩენად დაგეგმილი შეხვედრა თბილისში დღეს გაიმართება

AutoSharing Option
"ზესტაფონის" გადასარჩენად თბილისში დაგეგმილი შეხვედრა 10 იანვრის ნაცვლად დღეს, 12 იანვარს შედგება. საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ცნობით, შეხვედრის გადადების მიზეზი ამინდის გაუარესებაა.

8 იანვარს "ზესტაფონის" ქომაგები ქალაქის მთავარ სპორტულ არენაზე, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე შეიკრიბნენ. მათ ქალაქში ფეხბურთის გადარჩენა ჯერ ადგილზე მოითხოვეს, მერე კი ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს.

სწორედ ამ დღეს დაიგეგმა შეხვედრა, რომელსაც, წინასწარი ინფორმაციით, "ზესტაფონის" ექსპრეზიდენტ ილია კოკაიასთან ერთად, უნდა დაესწრონ იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი, პარლამენტის წევრი შალვა კიკნაველიძე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი და ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღრაძე.

შეგახსენებთ, რომ "ზესტაფონი" სადღეისოდ მხოლოდ ქაღალდზე არსებობს. გუნდის ყველა ფეხბურთელს მიეცა გათავისუფლების ფურცელი და ჯერ არ არის ცნობილი, მიიღებს თუ არა მონაწილეობას იმერული კლუბი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპზე.

დღევანდელი შეხვედრა, ალბათ, ბევრ რამეს მოჰფენს ნათელს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული