ვინ გადაიბარებს ჩისკოსგან თბილისის "დინამოს" კაპიტნის სამკლავურს?

AutoSharing Option
10 იანვარს კახა გოგიჩაიშვილმა თბილისის "დინამო" შეკრიბა და სეზონისთვის მზადება დაიწყო.

გუნდში ბევრი ახალწვეულია: საჩხერის "ჩიხურასთან" იჯარა დაუმთავრდა და დაბრუნდა ახალგაზრდა ნახევარმცველი ჯაბა ჯიღაური, რომელიც დასრულებულ ციკლში ახალგაზრდული ნაკრების ყველაზე სტაბილური და შედეგიანი ფეხბურთელი გახლდათ;

ზაპოროჟიეს "მეტალურგიდან" თბილისელებმა სლოვაკი მეკარე ლიბორ ჰრდლიჩკა დაიმატეს;

მართალია, "სამტრედიაში" ელოდნენ, მაგრამ "დინამოში" ამჯობინა თამაში "ზესტაფონის" მცველმა თედორე გრიგალაშვილმა.

გოგიჩაიშვილის ხელმძღვანელობით ვარჯიშობენ ქუთაისის "ტორპედოდან" გადმოსული მარჯვენა მცველი ვაჟა ტაბატაძე და რუსთავის "მეტალურგის" ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი. ეს უკანასკნელი 18 წლისაა, 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში ბომბარდირი
გახდა და სპეციალისტებს თავი მხოლოდ საუკეთესო მხრიდან დაამახსოვრა.

ის შემტევი ნახევარმცველია, იერიშების გამწვავება და გამრავალფეროვნება ეხერხება. ასე რომ, "დინამოს" დამრიგებლის ჩანაფიქრი გასაგები უნდა იყოს - ამ კუთხით, საშემოდგომო ეტაპზე გუნდი მოიკოჭლებდა და წესით, კიტეიშვილის დამატება გოგიჩაიშვილის გუნდს შეტევაში მეტ გასაქანს მისცემს.

როგორც ჩანს, "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა, ზოგადად, ნახევარდაცვის გაძლიერება გადაწყვიტა - ჯიღაურთან და კიტეიშვილთან ერთად, მან "ზესტაფონიდან" ვახტანგ ჭანტურიშვილიც მიიწვია, რომელიც პირველ წრეში გია გეგუჩაძის გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახლდათ.

ახლა გოგიჩაიშვილი სამ ახალგაზრდა თავდამსხმელს აკვირდება - "ზესტაფონის" ყოფილ წევრს, 17 წლის ბექა მიქელთაძეს, რომელიც ნოდარ აკობიას 17-წლამდელთა ნაკრების წევრი გახლდათ; "გაგრას" ფორვარდს, 21 წლის ჯონი ჯერემიასა და ბოლნისის "სიონის" 22 წლის მოთამაშე ჯაბა უგულავას, რომელმაც ბოლო დროს თავი საკმაოდ კარგი თამაშით გამოიჩინა.

ბათუმის "დინამოდან" დაბრუნდა ფლანგის შემტევი ნახევარმცველი ნიკა დიასამიძე, რომელიც იქ იჯარით ასპარეზობდა, მაგრამ უცნობია, ეს ფეხბურთელი თბილისის "დინამოში" დარჩება თუ ისევ გაანათხოვრებენ.

ამასობაში, რამდენიმე ინფორმაცია გავრცელდა გუნდის სპარინგებზეც: 25 იანვარს თბილისის "დინამო", სავარაუდოდ, საკუთარ ბაზაზე, თბილისის "ვიტ ჯორჯიას" შეხვდება, ხოლო 30 იანვარს, უკვე ანტალიაში, პოლტავას "ვორსკლას" დაუპირისპირდება, რომელიც უკრაინის პრემიერლიგაში მე-8 ადგილზეა.

ამასობაში, კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაციაც შევიტყვეთ - ცნობილია, რომ თბილისის "დინამო" დატოვეს გუნდის კაპიტანმა ჩისკომ, ასევე, ვიცე-კაპიტნებმა - ირაკლი ძარიამ და ომარ მიგინეიშვილმა. კულუარული ინფორმაციით, შესაძლოა, "დინამოს" კაპიტნის სამკლავური 19 წლის ნიკა ჭანტურიას ჩააბარონ, რომელმაც ასაკობრივ ნაკრებებშიც და თბილისის "დინამოშიც", ნიჭიერების გარდა, თავი წმინდა ადამიანური თვისებებითაც გამოიჩინა.

ვნახოთ, ეს ამბავი მალე გადაწყდება და თუ დადასტურდა, მაშინ ჭანტურია "დინამოს" ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანი იქნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
კახა გოგიჩაიშვილი,თბილისის დინამო,ჯაბა ჯიღაური,ლიბორ ჰრდლიჩკა,თედორე გრიგალაშვილი,ტრანსფერი
მკითხველის კომენტარები / 9 /
DAVI მარტალია ლობჯანიდზე საუკეტესო ვარიანტია კარგი იქნება.კიტეისვილის დამატება გამეხარდა კარგი მოტამასეა.
Kaxa davis davi.
12 იანვარი 2015 17:53
0
ლობჯანიდზე კაპიტანი, დინამოს გაზდილია.
davi
12 იანვარი 2015 17:37
0
ლობჯანიდზე კაპიტანი, დინამოს გაზდილია.
davi
12 იანვარი 2015 17:08
0
სირცხვილია გოგიჩა სტარში ტრენერად თან დინამოში.
mate
12 იანვარი 2015 16:59
0
მცვრთნელებს მიხედეთ ჯობია, ეგენი სამეულში ვერ გაიყვანენ დინამოს.
vova
12 იანვარი 2015 16:55
0
გველესა კაპიტანი
vaja
12 იანვარი 2015 16:53
0
კარგით რა ჭანტურია:))))))
antitorpedoZZ
12 იანვარი 2015 13:53
0
გველესა კაპიტნად!!!
rezo_dinamo1925
12 იანვარი 2015 13:33
0
ვაჟა ტაბატაძეზე მწყდება გული..
უნიჭიერესი ფეხბურთელი დავკარგეთ..
წარმატებებს ვუსურვებ, ოღონდ მალე გადავიდეს სხვა კლუბში..
giotorpedo
12 იანვარი 2015 12:55
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული