"დილამ" მზადება დაიწყო - ჯერ გორი, მერე თურქეთი

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეორეადგილოსანმა გორის "დილამ" სეზონის განახლებისთვის მზადება მშობლიურ ქალაქში დაიწყო.

პირველ მოსამზადებელ ეტაპს გუნდი გორში გაივლის, მერე კი ანტალიურ შეკრებაზე გაემგზავრება.

საქართველოში ყოფნის პერიოდში "დილა" სამ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. 20 იანვარს უჩა სოსიაშვილის გუნდის მეტოქე "ვიტ ჯორჯია" იქნება, 24 იანვარს - რუსთავის "მეტალურგი", ხოლო 27-ში ბოლნისის "სიონთან" ისპარინგებს.

"დილამ" ვარჯიში ასეთი შემადგენლობით დაიწყო: ბექა შეყილაძე, დავით მარიამიძე, ალექსანდრე კვახაძე, ილია ლომიძე, გურამ ადამაძე, გივი ქარქუზაშვილი, ლაშა ჯაფარიძე, დავით ხურცილავა, ჭიაბერ ჭეჭელაშვილი, ლუკა რაზმაძე, გუგა ფალავანდიშვილი, თენგიზ წიქარიძე, ნიკოლოზ
სადაღაშვილი, გიორგი კურმაშვილი, გიორგი მელქაძე, ირაკლი მოდებაძე, გიორგი ერისთავი, რომან ახალკაცი, ილია ბუზალაძე, გივი დუდუჩავა, დავით კაპანაძე, გიგა სამხარაძე.


"დილას" უახლოეს დღეებში შეუერთდებიან ნიკა კვეკვესკირი, გიორგი სეთურიძე და გიორგი სომხიშვილი.

შეგახსენებთ, რომ გორულმა კლუბმა უკვე დაიმატა ორი ფეხბურთელი - ექსსამტრედიელი გიორგი მელქაძე და ცხინვალის "სპარტაკის" გამთამაშებელი გიორგი თექთურმანიძე. ამას გარდა, უახლოეს დღეებში საქართველოში "დილასთან" მოსალაპარაკებლად ბრაზილიელი ფორვარდიც ჩამოვა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ილურიძეზე რა გადაწყდა?ხომ არ ფლობთ რაიმე ინფორმაციას?
giorgi
13:01 12-01-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული