გუნდში ახალწვეულია - ქუთაისური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დარასელიამ გორის "დილას" ყოფილი მეკარე ბექა შეყრილაძე აიყვანა.
31 წლის კიპერმა გუშინ "ტორპედოსთან" ერთად პირველად ივარჯიშა.
მანამდე კი დარასელია სერბ მეკარე საშა მიშიჩს შეელია. ის ბოსნიის ჩემპიონატის აუტსაიდერ "მლადოსტიდან" ჩამოვიდა და ქუთაისში ისინჯებოდა. როგორც ჩანს, სერბმა მწვრთნელის მოლოდინი ვერ გაამართლა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"