ქუთაისის "ტორპედომ" საშა მიშიჩი გაუშვა და ბექა შეყრილაძე აიყვანა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედო" სეზონის განახლებისთვის მზადებას საღორიის ბაზაზე აგრძელებს.

გუნდში ახალწვეულია - ქუთაისური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დარასელიამ გორის "დილას" ყოფილი მეკარე ბექა შეყრილაძე აიყვანა.

31 წლის კიპერმა გუშინ "ტორპედოსთან" ერთად პირველად ივარჯიშა.

მანამდე კი დარასელია სერბ მეკარე საშა მიშიჩს შეელია. ის ბოსნიის ჩემპიონატის აუტსაიდერ "მლადოსტიდან" ჩამოვიდა და ქუთაისში ისინჯებოდა. როგორც ჩანს, სერბმა მწვრთნელის მოლოდინი ვერ გაამართლა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყველაფერი უცნაური ქუთაისში რო უნდა მოხდეს. ვისოლმა ბაზაზე ბალახი დააგო რომელიც წელიწადში მხოლოდ ექვსი თვეა მწვანე. დანარჩენ თვეებში ვერ გაიგებ ფეხბურთელები ბალახზე ვარჯიშობენ თუ აყალო მიწაზე.თქვენი გაკეთებული...
quTaiseli
15:15 21-01-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული