შეგახსენებთ, რომ ამ ზამთრის მოსამზადებელ პერიოდში "მეტალურგი" ჯერ "ცხინვალთან" დამარცხდა - 0:4, მერე კი გორში "დილას" 2:0 მოუგო.
ბოლო საკონტროლო მატჩში ერთადერთი გოლი "მეტალურგის" 24 წლის ნახევარმცველმა გიორგი ჯოხაძემ გაიტანა.
ისევე, როგორც წინა სპარინგ-მატჩებში, ვარლამ კილასონიამ ამჯერადაც ორი შემადგენლობა ათამაშა.
I ტაიმი: ბედიაშვილი - ლ. მჭედლიშვილი, ნარიმანიძე, ვ. კილასონია (უმცროსი), ლ. ნოზაძე,
II ტაიმი: ნადირაძე - ი. შალიკაშვილი, მიქაუტაძე, ლ. ჩაგელიშვილი, გულუა - ექვთიმიშვილი, ზ. მამასახლისი, ასათიანი - ჯოხაძე, ლ. მაისურაძე, პაქსაშვილი.
მასპინძელთა გუნდში არ უთამაშიათ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წევრებს - გიორგი კილასონიასა და ზურაბ გელაშვილს. ამას გარდა, როგორც "მეტალურგის" თავკაცმა გვითხრა, მატჩის მერე რუსთაველთა გუნდში სინჯებზე მყოფ რამდენიმე ფეხბურთელს (შალიკაშვილი, ჩაგელიშვილი, ასათიანი) სხვაგან მოუწევთ საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა.
და კიდევ - გაირკვა, რომ "მეტალურგიდან" უკვე წასულ ფეხბურთელთა სია (გიორგი ქავთარაძე, კახაბერ კაკაშვილი, ოთარ კიტეიშვილი, დავით გელაშვილი, დაჩი ცნობილაძე, გიორგი ალავერდაშვილი, ირაკლი ხუჭუა) კიდევ გაიზარდა: "ზესტაფონში" გააგრძელებს კარიერას ფლანგის ნახევარმცველი, 21 წლის ივანე ხაბელაშვილი. ეს ფეხბურთელი "მეტალურგში" 2012 წლიდან ასპარეზობდა და უმაღლეს ლიგაში 26 მატჩი (1 გოლი) აქვს ჩატარებული.
მომდევნო საკონტროლო მატჩში "მეტალურგი" 4 თებერვალს, ასევე პირველი ლიგის წარმომადგენელ ტყიბულის "მეშახტეს" დაუპირისპირდება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"