50/50 - დღეს "ზესტაფონის" გადანაწილებას წერტილი უნდა დაესვას

AutoSharing Option
დღეს, 30 იანვარს, წერტილი უნდა დაესვას "ზესტაფონის" გადანაწილების რთულსა და დიდი ხნის განმავლობაში გაწელილ ამბავს, რომელიც ერთ დაუსრულებელ სერიალს დაემსგავსა.

კლუბის ხელმძღვანელობა და ქალაქის მმართველობა, როგორც იქნა, მივიდა საბოლოო დასკვნამდე.

ადრე გვეწერა, რომ "ზესტაფონის" ბაზა და სტადიონი ქალაქის მუნიციპალიტეტის კუთვნილებაში გადავიდოდა, კლუბის დანარჩენი აქტივი კი ამჟამინდელი ხელმძღვანელობის ხელში დარჩებოდა.

ახლა საქმე სხვანაირადაა - დამუშავებულია მოდელი, რომელიც კლუბის 50/50-ზე გაყოფას გულისხმობს.

სხვათა შორის, ამ მოდელზე "ლელო" ცოტა ხნის წინ უკვე წერდა. მაშინ ჩვენ მიერ მოპოვებულ ამ ინფორმაციას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და
ბევრმა არც ირწმუნა, თუმცა შემდგომში განვითარებულმა მოვლენებმა ჩვენი მოსაზრების მართებულობა დაამტკიცა.


უნდა ითქვას, რომ ამ მოდელს საქართველოში ანალოგი არ მოეძებნება. ასეა ჯერჯერობით, თუმცა გვჯერა - კერძო მფლობელისა და სახელმწიფო სტრუქტურების თანამშრომლობა კარგის მეტს არაფერს მოუტანს ქართულ ფეხბურთს.

"ზესტაფონი", ამის პარალელურად, თბილისის ზღვასთან მდებარე საკუთარ ბაზაზე აგრძელებს მომზადებას. გუნდში არაერთი ფეხბურთელია სინჯებზე. როგორც კლუბში გვითხრეს, პოტენციურ ახალწვეულთა ნაკადი არ წყდება, თუმცა "ზესტაფონში" განაცხადეს, რომ პრიორიტეტი მიენიჭებათ გამოცდილ ფეხბურთელებს.

ერთიც - იგეგმება დუბლშემადგენლობაში მოასპარეზე პერსპექტიული ფეხბურთელების დაწინაურება. ეს ზესტაფონელ გულშემატკივარს გაახარებს - წლების განმავლობაში გუნდს შედეგი კი ჰქონდა, მაგრამ ამაში ძალიან მოკრძალებული იყო ადგილობრივი მოთამაშეების წვლილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
მე ტუ გახსოვტ ადრეც ვტკვი და ახლაც ვამბობ ზესტაპონის პეხბურტი კი კარგია და ვტკვად საგოლ კოკაიას მაგრამ ზესტაპონელების პეხბუპტი სადაა მე კოველ დგე ვკურობდი მოცვეული მცვრტნელების მიდგომას ზესტას ბავშვების მიმარტ და შედეგიც მიტოა ასე გამოდის აბოლებდნენ კოკაის ან სამცუხაროდ ტვიტონაც არ აინტერესებდა რაა ამ ნატკვამში ცუდი კოჩორა რო ერტ ციცილა და ხაჩაპურში ნიშნავდა ბავშვებში მცვრტნელებს როგორ პიკრობტ აინტერესებდა ჩვენი საერტო საკმე
giga
09:10 31-01-2015
0
საპასუხო კომენტარს თუ არ დებთ, მაშინ გიგას შეურაცხმყოფელი კომენტარიც წაშალეთ
giga-s
13:22 30-01-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული