სეზონის სამზადისში მყოფ "ზესტაფონს" ორი ახალი ფეხბურთელი შეემატა

AutoSharing Option
"ზესტაფონი" ახალი მთავარი მწვრთნელის, გიორგი მიქაძის ხელმძღვანელობით, თბილისის ზღვასთან მდებარე საკუთარ ბაზაზე აგრძელებს სეზონის განახლებისთვის სამზადისს. მარგველებს ორი ახალი ფეხბურთელი შეემატათ.

პირველი ჯონ ჯერემიაა. ნიჭიერ ნიგერიელს ქართველი გულშემატკივარი "გაგრიდან" იცნობს. გარდა ამისა, 21 წლის შემტევს სომხურ "მიკაშიც" უთამაშია. სეზონის დაწყების წინ ჯერემიამ მცირე ხნით ივარჯიშა "ზესტაფონთან" ერთად, თუმცა მაშინ მარგველთა მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ მის სამსახურზე უარი თქვა.

ამ ზამთარს ჯერემია თბილისის "დინამოსთან" ერთად ემზადებოდა, თუმცა გუნდში დარჩენა ვერ მოახერხა.

მეორე ახალწვეული დავით რაჟამაშვილია. გორული საფეხბურთო სკოლის აღზრდილს "ზესტაფონში" ადრეც
უთამაშია. ამის შემდეგ 26 წლის ფეხბურთელი მშობლიურ "დილას" დაუბრუნდა, საიდანაც "სასკოს" მიაშურა.

გადაწყდა, რომ 4 თებერვალს "ზესტაფონი" საკუთარ ბაზაზე პირველ ამხანაგურ მატჩს გამართავს. მიქაძის გუნდის მეტოქე პირველლიგელი "გაგრა" იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ქვეყანასშიი დალაგდესს საფეხბურტო პოლიტიკაა დაა საერტოო სამარტლიანობაა იყოოოსს დაა ვინ ვისს გააფარჩაკებს მაგასაც ვნახავტ ზესტაფონიაა დაა დაა მილიონებიი ამ ქალაქიდანნ მოდიიის შესაბამისად ჯერ ტქვენ იქნებიიტ ფარჩაკები
0
Hvenebi aრ gindat, male gagharhakebt,dagimtkicebt fuls fkvilad xarjavt, im sam axალგაზრდეზე romelsac uari utxarit
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული