დილა-აუერბახი 1:1 - ზავი გერმანელებთან

AutoSharing Option
გორის "დილა" თურქულ შეკრებას აგრძელებს. უჩა სოსიაშვილის გუნდი 3 თებერვალს გერმანიის რეგიონული ლიგის ბინადარ "აუერბახს" დაუპირისპირდა და 1:1 ითამაშა.

გორელთაგან გოლი მე-60 წუთზე ლუკა რაზმაძემ შეაგდო - საჯარიმოს კუთხიდან შორეულ "ცხრიანში".

"დილაში" ითამაშეს პოტენციურმა ახალწვეულებმა - სერბმა მცველმა მარიჩმა ("ობილიჩიდან") და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ბაგაევმა ("ურალი").

გუნდის სრული შემადგენლობა კი ასეთი იყო: სომხიშვილი, ხურცილავა, ჯაფარიძე, კვახაძე, ქარქუზაშვილი, რაზმაძე, ფალავანდიშვილი, კვეკვესკირი, სეთურიძე, ერისთავი, თექთურმანიძე; შეცვლაზე: გვალია, გორელიშვილი, ხიდეშელი, ჭეჭელაშვილი, კურმაშვილი, ახალკაცი, მელქაძე, ბაგაევი, მარიჩი.

მომდევნო შეხვედრას გორის "დილა" 6 თებერვალს შვეიცარიული
"იანგ ბოიზის" წინააღმდეგ გამართავს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული