თბილისის "დინამომ" თურქული შეკრება "ილიჩევეცთან" მატჩით დაასრულა

AutoSharing Option
9 თებერვალს თბილისის "დინამომ" თურქულ შეკრებაზე მეექვსე და უკანასკნელი სპარინგ-მატჩი ჩაატარა.

კახა გოგიჩაიშვილის გუნდი უკრაინის პრემიერლიგის ბოლოადგილოსან მარიუპოლის "ილიჩევეცს" დაუპირისპირდა. ანტალიაში გამართული შეხვედრა გატანილი გოლის გარეშე დასრულდა - ფრე 0:0.

დინამოელებმა მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარეს: ჰრდლიჩკა, კაკაბაძე, ჭანტურია, რენე, თოთაძე (ტაბატაძე, 46), ცინცაძე, პარუნაშვილი, კიტეიშვილი (გუგა, 74), ჭანტურიშვილი, ლობჟანიძე, მანუელი (უგულავა, 60).

შეგახსენებთ, რომ სეზონის საგაზაფხულო ეტაპისთვის მზადების ფარგლებში "დინამომ" თურქეთში სულ 6 სპარინგ-მატჩი გამართა, საიდანაც ორი მოიგო, ორი წააგო და ორიც ფრედ დაასრულა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
გელა საქმე რაშია იცი? არაფრის მომცემ ფეხბურთელებში,რომ იხდის ფიფია ფულს საქართველოში იმათზე მაგარი ტალანტები იზრდებიან და იმათ მოახმაროს ის ფული და დინამოში ათამაშოს,2-3 წელიწადში ორმაგად ამოიღებს იმ ფულს თუ ბიზნესზეა ლაპარაკი.შენ როგორ ფიქრობ აქ ჩამოყვანილ ლეგიონერებს მერე უფრო ძვირად ყიდის ფიფია? ძველი დინამოს დაბრუნებას არავინ ითხოვს,შაშუალო ევროპულთან მიახლოვებულს ითხოვს ხალხი. ბიზნესმენო
zura
11:33 10-02-2015
0
ვაი, რომ ფიფიაც არ არის ბიზნესის გარტყმაში, "სამეფო კარის ბიზნესმენი" რამდენი წელია გუნდებს აშენებს, თუ არ მეშლება ეს უკვე მისი მეოთხე პროექტია და ერთი საშუალო ევოპული გუნდი ვერ ჩამოაყალიბა, ხან რას მიახტება, ხან რას მოახტება. წყალში ყრის ფულებს, არ ენანება ხელშეწყობებით ნაშოვნი ფულები.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული