თბილისის "დინამომ" თურქული შეკრება "ილიჩევეცთან" მატჩით დაასრულა

AutoSharing Option
9 თებერვალს თბილისის "დინამომ" თურქულ შეკრებაზე მეექვსე და უკანასკნელი სპარინგ-მატჩი ჩაატარა.

კახა გოგიჩაიშვილის გუნდი უკრაინის პრემიერლიგის ბოლოადგილოსან მარიუპოლის "ილიჩევეცს" დაუპირისპირდა. ანტალიაში გამართული შეხვედრა გატანილი გოლის გარეშე დასრულდა - ფრე 0:0.

დინამოელებმა მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარეს: ჰრდლიჩკა, კაკაბაძე, ჭანტურია, რენე, თოთაძე (ტაბატაძე, 46), ცინცაძე, პარუნაშვილი, კიტეიშვილი (გუგა, 74), ჭანტურიშვილი, ლობჟანიძე, მანუელი (უგულავა, 60).

შეგახსენებთ, რომ სეზონის საგაზაფხულო ეტაპისთვის მზადების ფარგლებში "დინამომ" თურქეთში სულ 6 სპარინგ-მატჩი გამართა, საიდანაც ორი მოიგო, ორი წააგო და ორიც ფრედ დაასრულა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ამ გუნდს სახელი უნდა შეეცვალოს სასწრაფოდ! არ იმსახურებს ეს გუნდი ატაროს თბილისის დინამოს სახელი! არც ფიფიას არ აქვს ისეთი გუნდის ფლობის უფლება რომელსაც სახელად თბილისის დინამო ერქმევა!!! დინამომ ილიჩევეცს ვეგარ უნდა მოუგოს? არ გრცხვენიათ დინამოს მაისურით ილიჩევეცს და არაფრის მთქმელ და უისტორიო გუნდებსაც ვერ უნდა მოუგოთ?!
zura
17:12 09-02-2015
0
ზურა ეს თამაშები დიდი ფიზიკური დატვირთვის ფონზე მიდის მას სხვა დატვირთვა აქვს, ამიტომ ეპატიებათ ახალგაზრდებს.
gizog
19:13 09-02-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული