დინამო(ბთ)-ოცელული 1:1 - ფრე რუმინელებთან

AutoSharing Option
თურქულ შეკრებაზე ბათუმის "დინამომ" მორიგი საკონტროლო შეხვედრა გალაცის "ოცელულთან" გამართა, რომელიც 12 ქულით რუმინეთის 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-17 ადგილზეა.

შეხვედრის დასაწყისშივე ანგარიში რუმინელთა გამოცდილმა თავდამსხმელმა იულიან პოპამ გახსნა. ბათუმელებმა წონასწორობა მხოლოდ მატჩის მიწურულს აღადგინეს - შედეგიანი გამოდგა "დინამოს" თავდამსხმელის, გიორგი ბერიაშვილის დარტყმა, რამაც საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 1:1.

დინამო: ალავიძე, ქორიძე, ტეტუნაშვილი, მახარაძე, მაკარიანი, შონია, ფარტენაძე (46. ბერიაშვილი), თევდორაძე (83. მგელაძე) ჩირიკაშვილი, ჭკუასელი (65. სუხიაშვილი), აბუსელიძე (90. ვარშანიძე).

თურქულ შეკრებაზე ბათუმელები კიდევ ორ მატჩს გამართავენ - დღეს, 10 თებერვალს მათი მეტოქე
ავსტრიული "პარნდორფი" იქნება, ხოლო 11-ში ”დინამო” სერბული სუპერლიგის მესამეადგილოსანს, ნოვი სადის "ვოევოდინას" შეხვდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული